დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 20 სექტემბრის №2-206 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-336 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/05/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.023.016502 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 20 სექტემბრის №2-206 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლი მე-4 პუნქტის და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 14 დეკემბრის №1620-რს კანონის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 20 სექტემბრის №2-206 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 20/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.032.016121) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.“. 2. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსიის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის მიღება და პროექტის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.“. 3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არის თავმჯდომარე, რომელიც დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებების ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და ანგარიშვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.“. 4. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ1) მინისტრთან შეთანხმებით, უფლებამოსილია სააგენტოს თანამშრომელთათვის დაადგინოს დანამატი, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 5. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 მუხლები: „მუხლი 31. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური; ბ) კოოპერატივების რეგისტრაციის სამსახური; გ) მონიტორინგის სამსახური; დ) მიზნობრივი პროექტების სამსახური. მუხლი 32. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები 1. ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციებია: ა) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა; ბ) სააგენტოს საქმისწარმოების ორგანიზება; გ) სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა; დ) სააგენტოს ფინანსური რესურსების ეფექტური მართვის უზრუნველყოფა; ე) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ვ) სააგენტოს ქონების განკარგვის ორგანიზება კომპეტენციის ფარგლებში; ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; თ) საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობების წარმათვა; ი) ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება; კ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საზოგადოების ინფორმირება სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე; ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება. 2. კოოპერატივების რეგისტრაციის სამსახურის ფუნქციებია: ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნისა და რეგისტრაციის პროცესის ხელშეწყობა; ბ) სააგენტოს მიერ განხორციელებულ სახელმწიფო პროგრამებში კოოპერატივების ელექტრონული რეგისტრაციის პროცესის უზრუნველყობა; გ) სააგენტოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის (შემდგომში – კანდიდატის დოკუმენტაცია) შესწავლა და შემდგომი რეაგირების მიზნით სააგენტოს თავმჯდომარისთვის დასკვნის წარდგენა; დ) კანდიდატის დოკუმენტაციაში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო რეაგირება და დაინტერესებული პირების ინფორმირება, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით დაინტერესებული პირებისგან საჭირო დოკუმენტაციის მოთხოვნა; ე) სტატუსის მქონე კოოპერატივების შესახებ საინფორმაციო მონაცემების სისტემატიზაცია; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება. 3. მონიტორინგის სამსახურის ფუნქციებია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მინიტორინგის განხორციელება და სააგენტოს თავმჯდომარისათვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტისა და შეჩერების თაობაზე შესაბამისი დასკვნის მომზადება; ბ) კომპეტენციის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის კონსულტაციების გაწევა; გ) სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამების ფარგლებში პრეტენდენტის მიერ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და მონაწილესთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საველე ან/და დოკუმენტური მონიტორინგის განხორციელება. 4. მიზნობრივი პროექტების სამსახურის ფუნქციებია: ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისთვის შესაბამისი პროგრამის შემუშავება და კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათი განხორციელება; ბ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დასაფინანსებელი პროგრამების და პროექტების განხილვა, წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელება; გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება; დ) სააგენტოს საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიისა და პრიორიტეტების განსაზღვრა და მათზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავება და შესრულების კოორდინაცია; ე) მიზნობრივი პროექტების, პროგრამების, ანგარიშების შემუშავება მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების, საინიციატივო წიანდადებების განხილვა, მათი შესწავლა და ანალიზი; ვ) სამსახურის მიერ შემუშავებული პროექტებისა და პროგრამების განხორციელება და შეფასების ინდიკატორების შემუშავება, მათი გამოყენება და ანალიზი; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.“. 6. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი.“. 7. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. სააგენტოს დებულებაში ცვლილების შეტანის წესი სააგენტოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები