დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 იანვრის №3 დადგენილებაში „I-ლი კლასის შენობა-ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/05/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.128.016331 |
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 იანვრის №3 დადგენილებაში „I-ლი კლასის შენობა-ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 იანვრის №3 დადგენილებაში „I-ლი კლასის შენობა-ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებვერდი 23/01/2012)
1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილების მეორე მუხლში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებისა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურს“. 2 . შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილების მესამე მუხლში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „ მუხლი 3. დადგენი ლების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია აღადგინოს სამუშაოების წარმოებისათვის გამოყენებულ ტერიტორიაზე საფარი ან/და მოიყვანოს იგი პირვანდელ მდგომარეობაში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურისთვის შეტყობინებიდან ათი კალენდარული დღის ვადაში. ხოლო თუ სამუშაოთა სირთულის გამო ამ ვადაში შეუძლებელია აღნიშნული სამუშაოების დასრულება, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურს უნდა წარუდგინოს მოტივირებული წერილობითი შეტყობინება სამუშაოების დამატებით, არაუმეტეს ათ კალენდარულ დღეში განხორციელების შესახებ. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები