დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 04 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ქურთას მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/05/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.146.016159 |
|
,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქურთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 იანვრის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2018, 010250050.35.146.016152) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს 5¹ მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5¹. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სავარძელი ეტლებითა და სასმენი აპარატებით დახმარება 1. სავარძელ ეტლებსა და სასმენ აპარატებს მიიღებენ იძულებით გადაადგილებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში და საჭიროებენ სავარძელ ეტლებსა და სასმენ აპარატებს. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) დევნილობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც აღნიშნული იქნება, რომ პირს არ შუძლია სავარძელი ეტლის გარეშე გადაადგილება ან/და ესაჭიროება სასმენი აპარატი“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) დახმარების მიმღებმა ასეთის არსებობის შემთხვევაში დამატებით უნდა წარმოადგინოს: მის მიერ გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი, საბოლოო კალკულაცია და მიმართვა (სოციალური მომსახურების სააგენტოდან)“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები