„ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 ნოემბრის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 ნოემბრის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 09/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016453
34
07/05/2018
ვებგვერდი, 15/05/2018
010250050.35.162.016453
„ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 ნოემბრის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №34

2018 წლის 7 მაისი

ქ. ახმეტა

 

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 ნოემბრის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 ნოემბრის №69 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/11/2015, 010250050.35.162.016354) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოსაპოვებლად აუქციონი ცხადდება ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვას აუქციონში გამარჯვებულ პირზე დადგენილი წესით გასცემს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება საქართველოს კანონმდებლობის, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაუქმების საფუძველი

1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ცალმხრივად გაუქმების საფუძველია:

ა) გაფრთხილების მიუხედავად დაწესებულ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის გაფრთხილების მიუხედავად სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევა;

ბ) დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა;

გ) გაფრთხილების მიუხედავად წინამდებარე წესის მოთხოვნების დარღვევა;

დ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ამა თუ იმ კონკრეტულ ადგილს (ადგილებს) მოეხსნა გარე რეკლამის განთავსების სტატუსი;

ე) გარე რეკლამის განთავსების ადგილი საჭიროა კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლისა და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზობრივი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისთვის;

ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ნებართვის ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს არ უბრუნდება უკვე გადახდილი ნებართვის საფასური და არ წარმოეშობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, თუნდაც აღნიშნული არ იყოს განსაზღვრული შესაბამისი სანებართვო პირობებით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ნებართვის ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს უფლება აქვს წაიღოს გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ნებართვის ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს უფლება არ აქვს წაიღოს გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები, მას არ უბრუნდება უკან ნებართვის გადახდილი საფასური და არ აუნაზღაურდება გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთების ღირებულება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამარ ყეინიშვილი