დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 64/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 08/05/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/05/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160080.22.022.017523 |
|
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში (სსმ III, 01.10.2010 წ., №126, მუხ. 1839) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.“; 2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 ქვეპუნქტები: „21. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე ცენტრში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს ცენტრის მიერ შემუშავებული ზოგადი რეკომენდაციების საფუძველზე, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასკვნა უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების შესაბამისობის შესახებ. 22. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე ცენტრში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულების დასკვნა მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლების შესაბამისობის შესახებ.“; 3. მე-7 მუხლის: ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ წესის მე-6 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის შედგენის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ადგენს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული საგნების შესაბამისობას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებთან. დასკვნაში მიეთითება პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში გავლილი საგნები, რომლებიც შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებს და ამ საგნებში მიღებული შეფასებების ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შეფასებებზე გადაყვანის შედეგად მიღებული შეფასებები. 4. ამ წესის მე-6 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის საფუძველზე ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე ცენტრში წარდგენილი განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის განსაზღვრულ ვადაში, ცენტრში შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემი დაწესებულების მიერ დადასტურებული არ არის უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა, გამოიცემა პირობითი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ბათილია გამოცემის მომენტიდან, თუ არ დადასტურდება უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ ცენტრი ადგენს სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისი საფეხურის სწავლის შედეგებთან.“; გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე, ამ წესის მე-6 მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის შედგენის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულება ადგენს მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამებთან პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას და შეიმუშავებს დასკვნას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ.“; დ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. ამ წესის მე-6 მუხლის 22 პუნქტით განსაზღვრული დასკვნის გათვალისწინებით ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული/უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე. ცენტრი აღიარებს კრედიტების იმ რაოდენობას, რაც გათვალისწინებულია მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულების თავსებადი სასწავლო კურსისათვის. იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული/უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე ცენტრში წარდგენილი განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის განსაზღვრულ ვადაში, ცენტრში შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემი დაწესებულების მიერ დადასტურებული არ არის უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა, გამოიცემა პირობითი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ბათილია გამოცემის მომენტიდან, თუ არ დადასტურდება უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა.“. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები