ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.129.016285
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
34
04/05/2018
ვებგვერდი, 10/05/2018
190020020.35.129.016285
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/05/2018 - 14/01/2022)

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №34

2018 წლის 4 მაისი

ქ. ჭიათურა

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 156-ე მუხლის მე-5 ნაწილის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის, „ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №25 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული რეგლამენტის მე-16 მუხლის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების თანდართული წესი (დანართი 1).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 მარტის №26 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 12/03/2018, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.129.016277).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი



დანართი 1
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი

მუხლი 1
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს არაუმეტეს 15%-ისა, 410 (ოთხას ათი) ლარით ყოველთვიურად.
მუხლი 2
პირველ მუხლით განსაზღვრული თანხა საკრებულოს წევრს მიეცემა საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, სამართლებრივი აქტების პროექტების ინიციირების, ამომრჩევლებთან შეხვედრების და მიღების, მათი წერილების  და წინადადებების განხილვისათვის გაღებული ხარჯის ასანაზღაურებლად.
მუხლი 3
1. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის  მხედველობაში მიღებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთან შეხვედრებისა და მიღების, მათი  წერილებისა და წინადადებების განხილვაში მონაწილეობის, საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების, აგრეთვე საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებზე საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე  საკრებულოს აპარატის უფროსი  ინფორმაციას   (მოხსენებით ბარათს) ადგენს თვის 01 რიცხვიდან თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით.
2. თანხის გაცემაუზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურსაკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე  ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.