,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 79/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 04/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016299
79/04
04/05/2018
ვებგვერდი, 07/05/2018
220090000.18.011.016299
,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №79/04

2018 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანებაში (სსმ, №105, 22/10/2002) შეტანილ იქნეს ცვლილება და  ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების სალიკვიდაციო ანგარიშიდან ანაზღაურდება ლიკვიდაციის პროცესის/გაკოტრების საქმის წარმოების  მიმდინარეობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ხარჯები, რომელიც პირველ რიგში დაკმაყოფილდება ამ წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. შესაბამისი რესურსის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნული ადმინისტრაციული ხარჯები შესაძლოა დაიფაროს ეროვნული ბანკის მიერ. ეროვნული ბანკის მიერ გაწეული მსგავსი ადმინისტრაციული ხარჯები პირველ რიგში, დაკმაყოფილდება ამ წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე