დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/228 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016554 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 040030000.22.024.016061, 14/04/2011) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ბაქოს ქ. №50.“; ბ) დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის: ბ.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნავსადგურის აკვატორიაში გემების მოძრაობის მონიტორინგი და საინფორმაციო სისტემით უზრუნველყოფა;“; ბ.ბ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) უფლებამოსილების ფარგლებში ნებისმიერ გემთან დაკავშირებული საზღვაო ინციდენტების გამოკვლევის ხელშეწყობა სანაპირო წყლებში; ი) უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ გემთან დაკავშირებული საზღვაო ინციდენტების გამოკვლების ხელშეწყობა;“ გ) დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ქვეცენტრის ოპერატორი იღებს ტექნიკური ხასიათის მითითებებს შესაბამისი ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსისგან (ნავსადგურის კაპიტანი).“; დ) დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი: „ნ1) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მეთევზე-მეზღვაურებისათვის სერტიფიკატის გაცემას, რეგისტრაციას და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავებას;“; ე) დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ახორციელებს ნავსადგურებში, ნავსადგურის აკვატორიაში და საღუზე რაიონებში გემების უსაფრთხო ნაოსნობასა და დგომაზე ზედამხედველობას და კონტროლს; ბ) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ნებისმიერ გემთან დაკავშირებული საზღვაო ინციდენტების გამოკვლევის ხელშეწყობას სანაპირო წყლებში; გ) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ გემთან დაკავშირებული საზღვაო ინციდენტების გამოკვლების ხელშეწყობას;“ ვ) დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ორგანიზებას უწევს სააგენტოს ძირითადი საშუალებების და სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციას;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები