საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების მათ დროებით სარგებლობაში არსებული მიწებითა და უძრავი ქონებით სარგებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებით დაბეგვრის შესახებ

  • Word
საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების მათ დროებით სარგებლობაში არსებული მიწებითა და უძრავი ქონებით სარგებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებით დაბეგვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1829
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/12/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 125, 26/12/2002
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1829
05/12/2003
სსმ, 125, 26/12/2002
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების მათ დროებით სარგებლობაში არსებული მიწებითა და უძრავი ქონებით სარგებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებით დაბეგვრის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების მათ დროებით სარგებლობაში არსებული მიწებითა და უძრავი ქონებით სარგებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებით დაბეგვრის შესახებ

საქართველოს პარლამენტი:

– ადასტურებს რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს შემდგომი, ნორმალური ურთიერთობის სურვილს;

– პრიორიტეტულად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი ურთიერთობის წარმართვას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, თანასწორობისა და ინტერესთა ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით;

– აუცილებლად თვლის საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების დასრულებას 1999 წლის სტამბოლის ერთობლივი განცხადების შესრულების მიზნით;

– ხაზს უსვამს „რუსეთის ფედერაციის მიერ ეუთოს 1999 წლის სტამბოლის ერთობლივი განცხადების შეუსრულებლობის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 18 ივლისის დადგენილების სრულყოფილად შესრულების აუცილებლობას, რომლის მესამე აბზაცის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა უზრუნველეყო რუსეთის სამხედრო ბაზების კომუნალური და მიწის გადასახადების დავალიანებათა ოდენობის განსაზღვრა და ამოღება;

– აღნიშნავს, რომ საქართველოს იურისდიქციაში მყოფ ტერიტორიაზე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებში დაცული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობა.

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზები (მათი ცალკეული ნაწილებისა და ქვედანაყოფების სახით) ექვემდებარება დაბეგვრას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათ დროებით სარგებლობაში არსებული მიწებითა და უძრავი ქონებით სარგებლობისათვის.

2. რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებს ამ დადგენილების პირველ პუნქტში აღნიშნული ვალდებულება ეკისრება მიწებითა და უძრავი ქონებით სარგე-ბლობისათვის გადასახადების საქართველოს კანონმდებლობით დადგენის დროიდან.

3. ამ დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზები ვალდებულნი არიან გადაიხადონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები მიწებითა და უძრავი ქონებით სარგებლობისათვის.

4. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, ამ დადგენილების მიღებიდან 1 თვის ვადაში დაიანგარიშოს საქართველოს კანონმდებლობით ზემოაღნიშნული გადასახადების დადგენის დროიდან 2002 წლის 5 დეკემბრამდე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების მიერ გადაუხდელი გადასახადების ოდენობა.

5. დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ამ დადგენილების მე-4 პუნქტის შესრულების შემდეგ გამართოს მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან ზემოაღნიშნული გადასახადების ოდენობისა და გადახდის მექანიზმების თაობაზე.

6. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამ დადგენილების მიღებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების მიერ გადაუხდელი გადასახადების ამოღება, აგრეთვე საქართველოს იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მიმართ მათი დავალიანებების აღნუსხვა.

7. ამ დადგენილების მე-5 პუნქტში აღნიშნული მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი მიმართავს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს სათანადო სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედების თხოვნით. ამასთან, იგი იტოვებს უფლებას, ცალმხრივად, კანონმდებლობით განსაზღვროს საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებისათვის ზემოაღნიშნული გადასახადების დაკისრებისა და ამოღების წესი.

8. ამ დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე   ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2002 წლის 5 დეკემბერი.

№1829–Iს