,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 108
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 12/04/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 18/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
108
10/04/2010
სსმ, 38, 12/04/2010
000000000.00.000.000000
,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №108

2010 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორ­მა­ტი­ული აქ­ტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხ­ლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „სა­ქარ­თვე­ლოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამ­ტ­კი­ცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპ­რი­ლის №71 დადგენილებით (სსმ III, 2006 წელი, №117, მუხლი 1581) დამტკიცებულ დებულებაში და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩა­მოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. სამინისტროს ერთიან სისტემაში შემავალი სა­ხელ­მწი­ფო საქვეუწყებო დაწესებულება არის „ნავთობისა და გა­ზის ეროვნული სააგენტო“. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესე­ბუ­ლე­­ბის – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს ფუნქ­ცი­ები და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით და მინისტრის მი­ერ დამ­­­ტკიცებული დებულებით.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთა­ნა­ვე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური