,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 სექტემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250010.35.162.016443
24
07/05/2018
ვებგვერდი, 15/05/2018
010250010.35.162.016443
,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 სექტემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №24

2018 წლის 7 მაისი

ქ. ახმეტა

,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 სექტემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 სექტემბრის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/10/2013, 010250010.35.162.016196) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილების დანართი №3  ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამარ ყეინიშვილი

,,დანართი №3
პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა

მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ საჯარო ინფორმაციას მიეკუთვნება:

ა) საკრებულოს წევრთა სია: სახელი, გვარი (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);

ბ) ინფორმაცია საკრებულოს და მერიის თანამდებობის პირების შესახებ: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები, ფოტოსურათი (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);

გ) საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების შემადგენლობა (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);

დ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი (დაფუძნებული) კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა შესახებ: სახელი, გვარი (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);

ე) საკრებულოს და მერიის სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);

ვ) მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი (დაფუძნებული) კერძო სამართლის იურიდიული პირების წესდებები, მათი სტრუქტურა და ფუნქციები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);

ზ) ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);

თ) ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);

ი) ინფორმაცია საკრებულოს აპარატის, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთა შესახებ: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);

კ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის, კერძო სამართლის იურიდიული პირების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ტელეფონის ნომერი (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);

ლ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონის ნომერი (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);

მ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად შემოსული განცხადებებისა და გაცემული ინფორმაციების შესახებ ზოგადი სტატისტიკა – ქვეყნდება კვარტალურად;

ნ) ინფორმაცია გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);

ო) ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესებს (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);

პ) საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტები:

პ.ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტი – ქვეყნდება არაუგვიანეს მიმდინარე წლის 20 ნოემბრისა, ხოლო განხილვის შემდგომი ეტაპების თაობაზე – საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული ვადების შესაბამისად;

პ.ბ) ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვა ნაზარდი ჯამით – ქვეყნდება კვარტლის დასრულებიდან 1 თვის ვადაში;

პ.გ) ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში – ქვეყნდება არაუგვიანეს მომდევნო წლის 15 მარტამდე;

პ.დ) საკრებულოს გადაწყვეტილება ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ.

ჟ) ადგილობრივი შესყიდვების წლიური გეგმა – ქვეყნდება ყოველწლიურად (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);

რ) ინფორმაცია წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული ადგილობრივი შესყიდვების შესახებ – მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალებისა და ხელშეკრულების ღირებულების მითითებით – ქვეყნდება კვარტალურად;

ს) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ – ქვეყნდება კვარტალურად;

ტ) ინფორმაცია საჯარო მოსამსახურეებზე გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ (ჯამურად) - ქვეყნდება კვარტალურად;

უ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ოფიციალური და სამუშაო ვიზიტებისათვის გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებებისათვის) - ქვეყნდება კვარტალურად;

ფ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ, მოდელის მითითებით – ქვეყნდება ყოველწლიურად;

ქ) ინფორმაცია ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურებისა და საწვავის მოხმარებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ (ჯამურად) – ქვეყნდება ყოველწლიურად;

ღ) ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ (ჯამურად) – ქვეყნდება ყოველწლიურად;

ყ) დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში და დასკვნა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შემოწმების შესახებ – ქვეყნდება დადგენილი წესით წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში;

 შ) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების საჯარო ანგარიშები – ქვეყნდება დადგენილი წესით წარდგენიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში;

ჩ) საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარდგენილი პროექტები – ქვეყნდება საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში;

ც) საკრებულოს ნორმატიული აქტები – ქვეყნდება ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.

ძ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც, მათი გამომცემი ორგანოს (თანამდებობის პირის) შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია – ქვეყნდება ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში.“.