,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016442
23
07/05/2018
ვებგვერდი, 15/05/2018
010250050.35.162.016442
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №23

2018 წლის 7 მაისი

ქ. ახმეტა

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/03/2012, 010250050.35.162.016109) შეტანილ იქნეს  შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის (სტატუსის მინიჭების) შესახებ გადაწყვეტილებას (განკარგულების ფორმით), ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, იღებს საკრებულო. სასაფლაოსათვის გამოიყოფა ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მუნიციპალიტეტის მერს წარუდგინოს სასაფლაოს ეფექტური მართვისათვის საჭირო წინადადებები.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დაგეგმარება, წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ხორციელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის  შესაბამისი სამსახურის მიერ ან/და სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე შესაბამისი მომსახურების შესყიდვით. სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დაგეგმარების პროექტს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამარ ყეინიშვილი