ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის წლის 27 იანვრის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის წლის 27 იანვრის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016440
21
07/05/2018
ვებგვერდი, 15/05/2018
010250050.35.162.016440
ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის წლის 27 იანვრის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №21

2018 წლის 7 მაისი

ქ. ახმეტა

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №19 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 31/01/2012, 010250050.35.162.016105) და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამარ ყეინიშვილი



დანართი
ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ეს წესი განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმებს, მათი რეგისტრაციის პირობებსა და სამართლებრივ პროცედურებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ა) უფასო სასადილო – ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კვების ობიექტი, რომელიც უსასყიდლოდ ემსახურება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირებს;

ბ) ბენეფიციარი – პირი, რომელიც სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით;

გ) რეგისტრაცია – ეკონომიურად უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის ბენეფიციარად აღრიცხვა;

დ) საცხოვრებელი ადგილი – პირის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრირებულია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, ხოლო უმისამართოდ რეგისტრირებული პირისათვის – სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობა (ან მისი ნაწილი), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი დანიშნულებით;

ე) კომისია – ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი, ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული სოციალური პროგრამით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი სპეციალური კომისია.


მუხლი 3.  უფასო სასადილოში ბენეფიციართა რაოდენობა
უფასო სასადილოში ბენეფიციართა საერთო რაოდენობა ყოველწლიურად განისაზღვრება ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.

მუხლი 4. ბენეფიციართა რეგისტრაცია
1. უფასო სასადილოში ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა ახლდეს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები.

2. მერია განცხადებას განიხილავს არაუგვიანეს 15 დღის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.


მუხლი 5. ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმები
1. ბენეფიციარად რეგისტრირდება პირი, რომელიც აღრიცხულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას ან მოპოვებული აქვს ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობის უფლება, ასევე მარტოხელა, უმუშევარი პენსიონერი.

2. მერია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის შესახებ, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ მისი შემოსავალი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია და იგი მოკლებულია შესაძლებლობას დამოუკიდებლად უზრუნველყოს თავისი მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.


მუხლი 6. უარი ბენეფიციარად რეგისტრაციაზე
მერია უფლებამოსილია უარი განაცხადოს პირის ბენეფიციარად რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ან/და შევსებულია საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ ბენეფიციართა საერთო რაოდენობა.

მუხლი 7. ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძვლები
ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება, თუ:

ა) ბენეფიციარმა პირადი განცხადებით მიმართა მერიას აღნიშნულის შესახებ;

ბ) ბენეფიციარი არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებს;

გ) ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილი აღარ მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

დ) ბენეფიციარი ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით და ეს გარემოება არ არის გამოწვეული საპატიო მიზეზით;

ე) ბენეფიციარი გარდაიცვალა.


მუხლი 8. ბენეფიციარის რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი
1. გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად დარეგისტრირების/რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ ბრძანების ფორმით იღებს მუნიციპალიტეტის მერი დაინტერესებული პირის განცხადების ან/და მერიაში შექმნილი სპეციალური კომისიის დასკვნის საფუძველზე. ამ წესის მე-7 მუხლის „ა“, ,,გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნა შეიძლება განხორციელდეს სპეციალური კომისიის დასკვნის გარეშეც, _ დაინტერესებული პირის განცხადების ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ დირექტორის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.

2. მერის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ეგზავნება ა(ა)იპ „ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ დირექტორს.