,,ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016439
20
07/05/2018
ვებგვერდი, 15/05/2018
010250020.35.162.016439
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №20

2018 წლის 7 მაისი

ქ. ახმეტა

 

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აპრილის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/05/2014, 010250020.35.162.016227) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმები და ტაბელი (შემდგომში – ტაბელი) ადგენს, ახმეტის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) საკრებულოს და მერიის უნიფიცირებული დოკუმენტების სახეებსა და მათი გაფორმების სტანდარტებს. მისი მოქმედება ვრცელდება როგორც ქაღალდზე შესრულებულ, ისე ელექტრონულ დოკუმენტებზე.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეორე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქმისწარმოების სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საკრებულოს რეგლამენტით, მერიის დებულებით, აგრეთვე ამ დადგენილებით.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების მიერ ამ დადგენილების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებენ საკრებულოს აპარატი და მერიის ადმინისტრაციული სამსახური.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:

 ა) ,,ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.დ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება;“;

ა) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა;“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა.ვ“, ,,ა.ზ“ და ,,ა.თ“ ქვეპუნქტები:

,,ა.ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის/მოადგილის ბრძანება;

ა.ზ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანება;

ა.თ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – მერიის საჯარო მოხელის ბრძანება/განკარგულება (მუნიციპალიტეტის მერის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში).“.

7. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამართლებრივი აქტები იქმნება A4 ფორმატის ფურცელზე ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე. ბლანკის ორიგინალი და ელექტრონული ვერსია ინახება საკრებულოს აპარატში და მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში დაცულ მონაცემთა ბაზაში.“.

8. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის:

 ა) ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) №16 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება“ (დაიტანება მცირე სახელმწიფო გერბის და ახმეტის მუნიციპალიტეტის გერბის 1 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში);“

ბ) ,,გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ.ბ) №14 შრიფტით შესრულებული წარწერა ,,ბრძანება №“ (დაიტანება ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის“, ასევე ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის “ ჩანაწერის 2 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში);“

გ) ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) უფლებამოსილი პირის (საკრებულოს თავმჯდომარის ან მერის) ხელმოწერა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს ბეჭედი.“.

9. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა

1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა არის დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაცემული საინფორმაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს კონკრეტული იურიდიული ფაქტის არსებობას ან არარსებობას.“.

10. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს

11. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქმისწარმოების დოკუმენტების ბლანკები დოკუმენტების სახეების მიხედვით დგება ელექტრონული ვერსიების სახით. ბლანკების ელექტრონული ვერსიები ინახება მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის, მერიის სტრუქტურული ერთეულების მონაცემთა ბაზებში. ელექტრონული და ქაღალდზე ამობეჭდილი ბლანკების გამოყენების წესები განისაზღვრება ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოებში საქმისწარმოების ინსტრუქციით.“.

12. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ძირითადი რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ავტორი დაწესებულების დასახელება“ საქმისწარმოების დოკუმენტებზე (ბლანკებზე) დაიტანება მცირე სახელმწიფო გერბის და ახმეტის მუნიციპალიტეტის გერბის 1 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში №16 შრიფტით შესრულებული წარწერის: ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო (ან მერია)“ სახით. ამ რეკვიზიტის 1 ინტერვალით ქვემოთ დაიტანება გამყოფი ზოლი.“

13. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 25- მუხლის მე-2 პუნქტის:

 ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭედი;“;

ბ) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში);“;

14. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 25- მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ბეჭდის გამოყენებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირები და ბეჭდის გამოყენების წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით.“

15. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 26- მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის ბეჭდებზე.“.

16. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 28- მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დოკუმენტის ადრესატის (საკრებულო, მერია) დასახელება;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამარ ყეინიშვილი