ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო-ში) რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებასთან დაკავშირებით

  • Word
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო-ში) რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებასთან დაკავშირებით
დოკუმენტის ნომერი 1828
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/12/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 125, 26/12/2002
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1828
05/12/2002
სსმ, 125, 26/12/2002
000000000.00(0).000.000000
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო-ში) რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებასთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო-ში) რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებასთან დაკავშირებით

საქართველოს მიესალმება და მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის სწრაფვას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისაკენ, რადგან ამგვარი ნაბიჯი ხელს შეუწყობს რუსეთის სავაჭრო პოლიტიკისა და პრაქტიკის ჰარმონიზაციას საერთაშორისო ნორმებთან, გახდის მათ უფრო პროგნოზირებადსა და გამჭვირვალეს პარტნიორი ქვეყნებისათვის.

საქართველო, როგორც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი, მოლაპარაკებებს აწარმოებს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესში მყოფ რუსეთის ფედერაციასთან მათ შორის არსებული ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის, აგრეთვე რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციისა და მომსახურების დაშვების სათანადო პირობების უზრუნველყოფის მიზნით.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციას ჯერ არ გამოუხატავს თავისი პოზიცია ვმო-ის პრინციპებისა და შეთანხმებების ჭრილში საქართველოს მიერ მის წინაშე დასმულ ისეთ პრობლემებთან დაკავშირებით, როგორიცაა რუსეთის მხრიდან:

– დსთ-ის ქვეყნების შეთანხმებათა (19.01.1996) უგულებელყოფა, კერძოდ, საქართველოს იურისდიქციში მყოფი რეგიონების (აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი) სეპარატისტულ რეჟიმებთან უკანონო ეკონომიკური თანამშრომლობა და აფხაზეთის დაკეტილი საზღვაო აკვატორიის საერთაშორისო წესების დარღვევით გამოყენება;

– საქართველოს მიმართ შემოღებული სავიზო რეჟიმის დისკრიმინაციული ხასიათი (აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. უვიზო რეჟიმის მოქმედება);

– საქართველო-რუსეთს შორის სასაზღვრო-გამტარი პუნქტების შესახებ შეთანხმების (09.10.1993) დარღვევა და ამით განპირობებული კონტრაბანდა, რომელიც ეკონომიკურ ზიანს აყენებს ორივე მხარეს;

– საქართველო-რუსეთს შორის ერთადერთ ლეგიტიმურ საბაჟო-გამტარ პუნქტზე („ვერხნი ლარსი – ყაზბეგი“) ქართული და სატრანზიტო პროდუქციისათვის ხელოვნური სავაჭრო ბარიერების შექმნა;

– საქართველოსთვის განკუთვნილი სატრანზიტო ტვირთების უკანონო შეჩერება;

– „საქართველოსა და რუსეთს შორის საქონლის (მომსახურების) ექსპორტისა და იმპორტის დროს ირიბი გადასახადების ამოღების პრინციპების შესახებ“ შეთანხმების (10.07.2001) III მუხლით გათვალისწინებულ სასაქონლო ჯგუფზე დაწესებული გადასახადების ამოღებების არსებობა;

– რუსეთის ბაზარზე ქართული სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაუცველობა და სხვა,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში გამართულ ორმხრივ და მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე კვლავ დააყენოს ზემოაღნიშნული საკითხები და მათზე დამაკმაყოფილებელი პასუხების მიღების, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მიერ ვმო-ში გასაწევრიანებლად მომზადებულ ანგარიშში სათანადო ვალდებულებათა აღებისა და მათი შესრულების მყარი გარანტიების დაფიქსირების გარეშე არ დაუჭიროს მხარი რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში.

2. საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებაზე თანხმობის მიცემამდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ინფორმაცია რუსეთის ფედერაციასთან ვმო-ის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებაზე მიღწეული შეთანხმებების შესახებ.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე   ნ. ბურჯანაძე

 

თბილისი,

2002 წლის 5 დეკემბერი.

№1828–Iს