„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ’ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ’ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 81
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 08/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/05/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 07/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016987
81
08/05/2018
ვებგვერდი, 10/05/2018
100110000.22.038.016987
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ’ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №81

2018 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20/10/2015, 100110000.22.038.016553) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი №2

 

მსჯავრდებულისათვის უფლება-მოვალეობების გაცნობისა და წერილობითი თანხმობის მიღების შესახებ ოქმი

 

_____ _______________ _____                                                                __________________________

          (თარიღი)                                                                                                   (ადგილი)

 

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს    _________________________________

___________________________ ადგილობრივი საბჭოს ზეპირი მოსმენის სხდომაზე მსჯავრდებულ

_______________________ განემარტა სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შემთხვევაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულების წესი და მსჯავრდებულის მოვალეობები, კერძოდ:

1. საზოგადოებისათვის სასარგებლო სამუშაოს შესრულების დრო და ყოველდღიური ხანგრძლივობა განისაზღვრება პრობაციის ბიუროსა და დამსაქმებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, რომლის ასლი გადაეცემა მსჯავრდებულს.

2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება შესრულდეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

3. მსჯავრდებულის სურვილით, სათანადო პირობების არსებობისას, შესაძლებელია შრომა შესრულდეს ასევე დასვენების დღეებში და არასამუშაო საათებში.

4. კონტროლის მიზნით, პრობაციის ბიურო უფლებამოსილია სამუშაოს შესრულებისას მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს ელექტრონული მონიტორინგის  საშუალება (სამაჯური).

5. მსჯავრდებული ვალდებულია შეასრულოს პრობაციის ოფიცრის კანონიერი მოთხოვნები.

6. მსჯავრდებული ვალდებულია შეასრულოს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე პრობაციის ბიუროსა და დამსაქმებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, რომლის ასლი გადაეცემა მსჯავრდებულს.

7. მსჯავრდებული ვალდებულია შეასრულოს პრობაციის ოფიცრის მიერ განსაზღვრულ სამუშაო ადგილას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

8. მსჯავრდებული ვალდებულია მოახსენოს პრობაციის ოფიცერს თავისი საქმიანობის შესახებ.

9. მსჯავრდებული ვალდებულია გამოცხადდეს პრობაციის ბიუროსა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულების ადგილას ფხიზელ მდგომარეობაში.

10. მსჯავრდებულს ეკრძალება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე დატოვოს საქართველოს ტერიტორიის საზღვრები;

11. ადგილობრივი საბჭოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შემთხვევაში, მსჯავრდებული ვალდებულია გამოცხადდეს შესაბამის პრობაციის ბიუროში დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

 

მსჯავრდებულს ასევე განემარტა, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, შესაბამისი პრობაციის ბიურო მიმართავს სასამართლოს წარდგინებით მსჯავრდებულისათვის დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სხვა სახის სასჯელით (ჯარიმით, შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით) შეცვლის შესახებ.

 

დადგენილ დროს სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში მსჯავრდებული ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს პრობაციის ოფიცერს და განუმარტოს სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობის მიზეზი შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენით, რომლის საპატიოდ ჩათვლის საკითხს გადაწყვეტს პრობაციის ბიუროს უფროსი.

 

საპატიო მიზეზის არსებობისას, დამსაქმებელს უფლება აქვს პრობაციის ოფიცერთან შეთანხმებით, მსჯავრდებული გაათავისუფლოს კონკრეტულ დღეს სამუშაოს შესრულებისგან, რომლის სანაცვლოდ სამუშაო შესრულდება სხვა დღეს.

 

მსჯავრდებულმა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განაცხადა თანხმობა სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე.

 

მსჯავრდებულის სახელი, გვარი და ხელმოწერა ________________________________________

 

ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარის

სახელი, გვარი და ხელმოწერა _______________________________________________________".

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი