დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 83 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/05/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/05/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.22.038.016989 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №42 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24/06/2015, 010340000.22.038.016456) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-20 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობითა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის საკითხებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულებიდან შემოსული მსჯავრდებულთა მასალების დამუშავება და წარდგენა ადგილობრივი საბჭოს სხდომაზე;“; ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობითა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის საკითხებთან დაკავშირებით სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს სხდომების ჩატარების ორგანიზება და სხდომების გამართვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი ღონისძიებების განხორციელება;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები