„ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 22 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2-323
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 08/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/05/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 12/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 300310000.22.023.016495
2-323
08/05/2018
ვებგვერდი, 10/05/2018
300310000.22.023.016495
„ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 22 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-323

2018 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

„ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 22 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1

„ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 22 იანვრის №2 ბრძანებაში (ვებგვერდი, 25/01/2016, სარეგისტრაციო კოდი: 300310000.22.023.016368) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის“:

 1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის კანონმდებლობით გათვალისწინებული ინსპექტირების და არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გამოვლენის ძირითად მოთხოვნებს.“.

 2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გეგმური ინსპექტირება ხორციელდება ინსპექტირების პროგრამის მიხედვით, რომელსაც სააგენტოს უფროსის წარდგინებით, ყოველი წლის ბოლოს, ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. ინსპეტირების პროგრამის შედგენა ხორციელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პერიოდულობის გათვალისწინებით. ბრძანებით განისაზღვრება მომდევნო წელს შესამოწმებელი ობიექტების ნუსხა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი