დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 დეკემბრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-325 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.016497 |
|
„ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 დეკემბრის № 150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 დეკემბრის №150 ბრძანებაში (ვებგვერდი, 08/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.22.023.016273) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის“:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. რეგულირების სფერო წინამდებარე ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიზნით, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის აღკვეთის შემთხვევის შემდგომი რეაგირების განხორციელების წესს.“. 2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირებაზე პასუხისმგებელი უწყებები საქართველოს ტერიტორიაზე ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებში (იზოლირება, რადიოლოგიური შეფასება, რადიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტრანსპორტირება, შენახვა) კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელი უწყებებია: ა) საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო; ბ) სააგენტო; გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი.“. 3. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო: ა) უზრუნველყოფს არალეგალური მიმოქცევიდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების უსაფრთხო ტრანსპორტირებას დროებითი ან საბოლოო განთავსების ადგილამდე; ბ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ადამიანების, გამზომი ხელსაწყოებისა და შემთხვევის ადგილის დეკონტამინაციას.“. 4. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შემოწმების აქტის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მეორე – საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, ხოლო მესამე – ინახება სააგენტოში“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები