დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მარტის N26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/05/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.113.016353 |
|
,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ –
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუქტის და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ –
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მარტის №26 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/03/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.113.016346) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“. 2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. დადგინდეს ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ერთ კვადრატულ მეტრზე ნორმატიული ფასი №1 დანართის შესაბამისად.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით: CN=IMG x ITL x C x K, სადაც: ა) CN არის 1 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG არის ოზურგეთის მაკრომდებარეობის ინდექსი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.52 ლარს; გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი: გ.ა) ქალაქის ცენტრალურ ზონაში – 1.2; გ.ბ) ქალაქისა შუალედურ ზონაში – 1.0; გ.გ) ქალაქის პერიფერიულ ზონაში – 0.7; დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 მ2-ზე დადგენილი წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს; ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის: ე.ა) ქალაქის ცენტრალურ ზონაში 50-ს; ე.ბ) ქალაქის შუალედური ზონისათვის 30-ს; ე.გ) ქალაქის პერიფერიული ზონისთვის 25-ს.“. 5. დადგენლებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. ,,ურეკი-შეკვეთილისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის №273 დადგენილებით განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქალაქ ოზურგეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 6-მაგი ოდენობით და შეადგენს 22.46 ლარს. ამ შემთვევაში არ გამოიყენება მე-3 პუნქტში აღნიშნული წესი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები