„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 84
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 08/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.038.016990
84
08/05/2018
ვებგვერდი, 10/05/2018
010320020.22.038.016990
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №84

2018 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის  №52 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04/07/2017, 010320020.22.038.016810) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-3 მუხლის „გ“ - „დ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც სამინისტროს/პრობაციის ეროვნული სააგენტოს წინაშე არსებული ამოცანების განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება;

დ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს დამხმარე ამოცანების შესრულების უფლებამოსილება, შრომითი ხელშეკრულებით მიიღება სამინისტროში და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში/პენიტენციურ დაწესებულებებში/პრობაციის ეროვნული სააგენტოში ასრულებს მხარდამჭერ ფუნქციებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით, მათ შორის უზრუნველყოფს:

დ.ა) პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სხვადასხვა პროფილის  სამედიცინო მომსახურებას, სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული სპეციალობების შესაბამისად;

დ.ბ) სამინისტროს სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების, მასში განთავსებული ტექნიკური საშუალებებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების გამართულ ფუნქციონირებას;

დ.გ) სამინისტროს სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების დასუფთავების, სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოებს;

დ.დ) სამინისტროს მოსამსახურეთა და მატერიალურ ფასეულობათა ტრანსპორტირებას;

დ.ე) საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრამულ უზრუნველყოფას და სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის ფუნქციონირებას;

დ.ვ) სათარჯიმნო, რედაქციულ და სტილისტურ მომსახურებას;

დ.ზ) ტრენინგების, კონსულტაციებისა და ფიზიკური მომზადების ჩატარებას კომპეტენციის ფარგლებში;

დ.თ) სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში საბიბლიოთეკო მომსახურებას;

დ.ი) სხვა ტექნიკურ სამუშაოებს;

​​1) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება, შრომითი ხელშეკრულებით მიიღება სამინისტროში და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში/პენიტენციურ დაწესებულებებში/პრობაციის ეროვნული სააგენტოში ასრულებს დროებით, არამუდმივ ამოცანებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით;“.

2. 25-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტროს მოსამსახურეს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თანამდებობაზე დანიშვნიდან 11 თვის გასვლის შემდეგ. უფლებამოსილი პირის თანხმობით, დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში, სამინისტროს მოსამსახურეს შვებულება შეიძლება მიეცეს ამ ვადის გასვლამდე.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის მე-2 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება სამინისტროში/პრობაციის ეროვნულ სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზეც.";

გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. შვებულების მოთხოვნის შესახებ განცხადება უნდა შეთანხმდეს სამინისტროს/პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთან/პენიტენციური დაწესებულების დირექტორთან და ვიზირებულ უნდა იქნეს სამსახურის/ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის მიერ, რომელიც თავის მხრივ ამოწმებს ამ მუხლის მე-2 და 21 პუნქტებით განსაზღვრული ვადის გასვლის საკითხს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი