„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №123 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №123 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2018
ძალაში შესვლის თარიღი 04/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016748
57
04/05/2018
ვებგვერდი, 04/05/2018
140130000.22.034.016748
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №123 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №57

2018 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №123 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №123 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 23/02/2015, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22.034.016412) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დისციპლინური დევნის სამმართველო;”;

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:

„დ) ინსპექტირების და ფინანსური დარღვევების შემოწმების სამმართველო;

ე) განსაკუთრებულ დავალებათა, ობიექტების დაცვის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტებისა და სხვა სპეციალური ქვედანაყოფების შემოწმების სამმართველო.“.

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. ადმინისტრაცია (მთავარი სამმართველო)

1. ადმინისტრაციის შემადგენლობაშია:

ა) საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური (ცხელი ხაზი „126“);

გ) საქმისწარმოების და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახური.

2. ადმინისტრაცია:

ა) უზრუნველყოფს გენერალური ინსპექციის დანაყოფების მიერ წარმოებული მუშაობის შედეგების სტატისტიკურ ანალიზს;

ბ) ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის გატარების მიზნით თანამშრომლობს სამინისტროს იმ ქვედანაყოფებთან, რომლებიც ასრულებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციას;

გ) უზრუნველყოფს საგანგებო დანიშნულების ერთიანი ნომრის ფუნქციონირებას, აღნიშნულ სატელეფონო ნომერზე შემოსული ინფორმაციის (შეტყობინება) დამუშავებას, ქვემდებარეობის განსაზღვრას და ადრესატისთვის დროულ მიწოდებას; კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი კონსულტაციის გაწევას და აუცილებელი პირველადი ინფორმაციის მიწოდებას; შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას;

დ) გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით,  საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით აწარმოებს ანალიტიკურ მუშაობას;

ე) უზრუნველყოფს გენერალურ ინსპექციაში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას, დამუშავებას და დანიშნულებისამებრ გადაგზავნას, საიდუმლო საქმისწარმოებას;

ვ) ორგანიზებას უწევს გადაცემული მატერიალური ფასეულობების მიღებას, აღრიცხვას და შენახვას, გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა მოთხოვნით მატერიალური ფასეულობების მიწოდებას, შესაბამისი მოთხოვნა-მიწოდების დოკუმენტაციის წარმოებას;

ზ) გენერალური ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას.“.

3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო

1. ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) ოპერატიული უზრუნველყოფის I სამმართველო;

ბ) ოპერატიული უზრუნველყოფის II სამმართველო;

გ) ოპერატიული უზრუნველყოფის III სამმართველო;

დ) საგამოძიებო სამმართველო.

2. ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო:

ა) გენერალური ინსპექციის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვით ღონისძიებებს, ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას;

ბ) მოიპოვებს ინფორმაციას სამინისტროს მოსამსახურეების მხრიდან ჩადენილი იმ ქმედებებისა და გარემოებების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას სამინისტროს საქმიანობას;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს სისტემის  ადმინისტრირების მონიტორინგის უზრუნველყოფისა და სამსახურებრივი შემოწმების სრულფასოვანი წარმოებისთვის, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დანაყოფებიდან, სახელმწიფო დაწესებულებებიდან,  ასევე  ფიზიკური და იურიდიული პირებისგან გამოითხოვს აუცილებელ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას; საჭიროებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს სამინისტროს ნებისმიერი მოსამსახურის გამოძახებას ან/და ადგილზე  წერილობითი ან ზეპირი განმარტების მიღებას;

დ) აუცილებლობიდან გამომდინარე, მინისტრის ბრძანებებით დადგენილი წესით ატარებს სამინისტროს მოსამსახურეთა დამატებით სპეციალურ შემოწმებას;

ე) დადგენილი წესით გამოითხოვს სამინისტროს მოსამსახურეთა პირად საქმეებს, სამინისტროს სისტემაში წარმოებულ მასალებს, მათ შორის, ოპერატიული აღრიცხვის საქმეებსა და გამოძიების მასალებს;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, გამოძიებისა და სამსახურებრივი შემოწმების შედეგების მიხედვით, გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს კონკრეტული მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალების ან/და სხვა სამსახურებრივი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო გამჟღავნების შესაძლო არხების გამოვლენისთვის შეისწავლის აღნიშნული მიმართულებით სამინისტროს სისტემაში შემავალ დანაყოფებში არსებულ ვითარებას, შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვის და ორგანიზების მიზნით ამზადებს რეკომენდაციებს. აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად, გენერალური ინსპექციის სხვა ქვედანაყოფებთან კოორდინირებულად ახორციელებს შესაბამის ოპერატიულ და ორგანიზაციულ ღონისძიებებს;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, წარმართავს მუშაობას სამინისტროს მოსამსახურეთა  შესაძლო მართლსაწინააღმდეგო კავშირების გამოვლენის მიზნით; მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეისწავლის მონაცემებს სამინისტროს მოსამსახურეთა ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ; უზრუნველყოფს სამინისტროს მოსამსახურეთა მხრიდან შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ხელშემწყობი გარემოებების შესწავლას და მათი აღკვეთის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;

ი)  სამინისტროს მოსამსახურეების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციის მიზნით ახორციელებს შესაბამის პროფილაქტიკურ ღონისძიებებს;

კ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე შემოსულ საჩივრებსა და განცხადებებს;

ლ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით ატარებს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს საქართველოს მთავარი პროკურორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გამოსაძიებლად გადმოცემულ საქმეებზე;

მ) გენერალური ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას.“.

4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. დისციპლინური დევნის სამმართველო

დისციპლინური დევნის სამმართველო:

ა) განიხილავს სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე შემოსულ საჩივრებსა და განცხადებებს, აღნიშნულთან დაკავშირებით ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას;

ბ) ახდენს შესაბამის რეაგირებას სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისა და ეთიკის ნორმების დარღვევებზე;

გ) ორგანიზებას უწევს სამინისტროს სისტემაში შემავალ დანაყოფებში, სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას, მათი საქმიანობის შემოწმებას, სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამინისტროს სისტემაში შესაძლო დარღვევებისა და დისციპლინური გადაცდომების პრევენციას;

დ) დადგენილი წესით გამოითხოვს სამინისტროს მოსამსახურეთა პირად საქმეებს, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დანაყოფების მიერ წარმოებულ  ნებისმიერი კატეგორიის მასალებს, გამოძიების მასალებს. საჭიროებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს სამინისტროს ნებისმიერი მოსამსახურის გამოძახებას ან/და ადგილზე წერილობითი ან ზეპირი განმარტების მიღებას, ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, გატარებული მუშაობის შედეგების მიხედვით, გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს კონკრეტული მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე;

ვ) ახორციელებს სამინისტროს სისტემაში საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს მთავრობისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა  დაცვაზე კონტროლს;

ზ) გენერალური ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას.“.

5. დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 და 82 მუხლები:

მუხლი 81. ინსპექტირების და ფინანსური დარღვევების შემოწმების სამმართველო

ინსპექტირების და ფინანსური დარღვევების შემოწმების სამმართველო:

ა) აწარმოებს მუშაობას სამინისტროს სისტემაში ფინანსური სამართალდარღვევების გამოვლენის მიზნით, ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოავლენს სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა და ფულად საშუალებათა დანაკლისისა და ზედმეტობის არსებობის ფაქტებს;

გ) ამოწმებს სამინისტროს სისტემაში მატერიალური და ფინანსური რესურსების ხარჯვის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას;

დ) მინისტრის ბრძანებებით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დანაყოფების მიერ წარმოებული ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვითი საქმიანობის, აგრეთვე აღნიშნული დანაყოფების მიერ გაწეული ოპერატიული ხარჯების ინსპექტირებას;

ე) მონაწილეობს  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, რომლებიც არეგულირებს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დანაყოფების მიერ ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელების, აგრეთვე აღნიშნული საქმიანობის დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვის წესს;

ვ) დადგენილი წესით გამოითხოვს სამინისტროს მოსამსახურეთა პირად საქმეებს, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დანაყოფების მიერ წარმოებულ  ნებისმიერი კატეგორიის მასალებს, მათ შორის, ოპერატიული აღრიცხვის საქმეებსა და გამოძიების მასალებს. საჭიროებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს სამინისტროს ნებისმიერი მოსამსახურის გამოძახებას ან/და ადგილზე წერილობითი ან ზეპირი განმარტების მიღებას, ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, გატარებული მუშაობის შედეგების მიხედვით, გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს კონკრეტული მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე;

თ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე შემოსულ საჩივრებსა და განცხადებებს, აღნიშნულთან დაკავშირებით ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას;

ი) გენერალური ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას.

მუხლი 82. განსაკუთრებულ დავალებათა, ობიექტების დაცვის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტებისა და სხვა სპეციალური ქვედანაყოფების შემოწმების სამმართველო

განსაკუთრებულ დავალებათა, ობიექტების დაცვის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტებისა და სხვა სპეციალური ქვედანაყოფების შემოწმების სამმართველო:

ა) ორგანიზებას უწევს სამინისტროს სისტემაში შემავალ განსაკუთრებულ დავალებათა, ობიექტების დაცვის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტებსა და სხვა სპეციალურ ქვედანაყოფებში სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას, მათი საქმიანობის შემოწმებას, სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ შესაძლო დარღვევებისა და დისციპლინური გადაცდომების პრევენციას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში ახდენს შესაბამის რეაგირებას სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისა და ეთიკის ნორმების დარღვევებზე;

გ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს კონკრეტული მოსამსახურის ან მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური   პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე;

დ) გენერალური ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 4 მაისს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია