დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 71/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040040040.22.022.017530 |
|
„სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №2 ბრძანებით (სსმ III, 2001წ, №18, მუხლი 156) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:
1. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან ფინანსური მხარდაჭერისათვის მიღებული თანხა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ პროგრამების პროექტში განსაზღვრული მიზნებისათვის.“. 2. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. პროგრამების პროექტების წარდგენის ვადებს აწესებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სამინისტროს სათათბიროსთან ერთად.“. 3. მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ზემოჩამოთვლილი პირობებისა და გამოყოფილი სახსრების გათვალისწინებით პროგრამების პროექტებს კონკურსის წესით განიხილავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბირო.“. 4. მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროგრამების პროექტების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის საკითხს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონკურსის საფუძველზე წყვეტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბირო.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები