ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ

ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 180120000.35.143.016499
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
40
01/05/2018
ვებგვერდი, 08/05/2018
180120000.35.143.016499
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/05/2018 - 17/05/2018)

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2018 წლის 1 მაისი

ხაშური

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის №29 დადგენილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge,  01/04/2011, 280120000.35.143.016058).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ ჯანაშვილი



დანართი №1

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის მიზანია განისაზღვროს უფასო სასადილოს ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი ორგანოები და დადგინდეს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მოხდება პირთა რეგისტრაცია და განაწილება სასადილოში.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ა) უფასო სასადილო – ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კვების ობიექტი, რომელიც უსასყიდლოდ ემსახურება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირებს;

ბ) ბენეფიციარი – პირი, რომელიც სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით;

გ) მერია – ხაშურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც  უზრუნველყოფს უფასო სასადილოს ფუნქციონირებას;

დ) რეგისტრაცია – უმწო მდგომარეობაში მყოფი პირის აღრიცხვა ბენეფიციარად;

ე) საცხოვრებელი ადგილი – პირის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრირებულია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით.


მუხლი 3. უფასო სასადილოში ბენეფიციართა რაოდენობა        
უფასო სასადილოში დასარეგისტრირებელ ბენეფიციართა საერთო რაოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 185 ბენეფიციარით.

მუხლი 4. ბენეფიციართა რეგისტრაცია
1. უფასო სასადილოში ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით პირი განცხადებით მიმართავს მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა ახლდეს მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები.

2. მერია განცხადებას განიხილავს 15 დღის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.


მუხლი 5. ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმები
1. ბენეფიციარად რეგისტრირდება პირი, რომლის ოჯახიც აღრიცხულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და აქვს 0-70 000-მდე სარეიტინგო ქულა, ასევე მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

2. მერია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის შესახებ, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ მისი შემოსავალი ნაკლებია საარსებო მინიმუმზე და მოკლებულია შესაძლებლობას დამოუკიდებლად უზრუნველყოს მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.


მუხლი 6. უარი ბენეფიციარად რეგისტრაციაზე
მერია უფლებამოსილია უარი განაცხადოს პირის რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს მე-5 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ან/და შევსებულია ბენეფიციართა საერთო რაოდენობა.

მუხლი 7. ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნა
მერია იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, თუ:

ა) ბენეფიციარმა პირადი განცხადებით მიმართა მერიას აღნიშნულის შესახებ;

ბ) ბენეფიციარი არ აკმაყოფილებს მე-5 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს;

გ) ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილი არ მდებარეობს მუნიციპალიტეტის საზღვრებში;

დ) ბენეფიციარი 1 თვის განმავლობაში არ სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით და

აღნიშნული არ არის გამოწვეული საპატიო მიზეზით;

ე) ბენეფიციარი გარდაიცვალა.