ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 6 ივნისის №19 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 6 ივნისის №19 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.143.016498
39
01/05/2018
ვებგვერდი, 08/05/2018
040110030.35.143.016498
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 6 ივნისის №19 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 6 ივნისის №19 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2018 წლის 1 მაისი

ხაშური

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 6 ივნისის №19 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხაშურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 6 ივნისის №19 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 10/06/2016; 040110030.35.143.016390) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების დანართი №1 ჩამოყალიბდეს ახალი დანართი №1-ის სახით (თან ერთვის).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ ჯანაშვილი



დანართი №1
 ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ხაშურის  მუნიციპალიტეტის  მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის

წესის დამტკიცების შესახებ


თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. წესის მოქმედების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს ხაშურის მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (შემდგომში – „მუნიციპალიტეტი“) და ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ქონება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.

2. ჩამოსაწერი ქონება ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.

3. შესაბამისი დაწესებულება (შემდგომში – „დაწესებულება“) ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი.

4. ინვენტარიზაციის სამუშაო ჯგუფი (შემდგომში – „სამუშაო ჯგუფი“) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი.


მუხლი 3. ინვენტარიზაციის ჩატარება
1. დაწესებულებაში ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების  ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების, „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს   რესპუბლიკის  ფინანსთა  სამინისტროს  კოლეგიის  1995  წლის  1  აგვისტოს  №12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და ამ წესის გათვალისწინებით.

2. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსში. გამონაკლის შემთხვევაში, თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ქონების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც.


მუხლი 4. ინვენტარიზაციის სამუშაო ჯგუფი
1. სამუშაო ჯგუფი იქმნება ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტში განსაზღვრული მიზნებისათვის და მისი შემადგენლობა განისაზღვრება დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მინიმუმ 7-კაციანი შემადგენლობით.

2. სამუშაო ჯგუფი იქმნება შემდეგი შემადგენლობით:

ა) სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე – ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს;

ბ) სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე   –   სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს;

გ) სამუშაო  ჯგუფის მდივანი ადგენს სამუშაო ჯგუფის სხდომის  ოქმს და პასუხისმგებელია სისწორეზე;

დ) სამუშაო ჯგუფის წევრები.

3. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად უფლებამოსილია მოიწვიოს დარგის სხვა სპეციალისტები, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

4. სამუშაო ჯგუფი განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომებზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – თავმჯდომარის მოადგილე. სამუშაო ჯგუფის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, მდივანი და დამსწრე ყველა წევრი.

5. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ჯგუფის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

სამუშაო ჯგუფი სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.


თავი II
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული)  ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი

მუხლი 5. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
1. სამუშაო ჯგუფი სწავლობს ამორტიზებულ ან ექსპლოატაციისათვის გამოუყენებელ (ვადაზე ადრე ჩამოწერა) ძირითადი  საშუალების  ფაქტობრივ  ფიზიკურ  მდგომარეობას, ასაბუთებს  ძირითადი საშუალების დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. სამუშაო ჯგუფი ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს და წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს.

2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრირების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს.

3. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი აუდიტორის მიერ, ჩამოწერასთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად წარუდგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხოლო თანხმობის მიღების შემთხვევაში, მერია ამტკიცებს სამუშაო ჯგუფის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთან დაკავშირებულ ყველა აქტს.

4. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.

5. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლოატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობების ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა.

6. ჩამოწერის შედეგად მიღებული მასალები (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა), რომლებიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს დაწესებულების ბალანსზე მარაგების სახით.


მუხლი 6. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების განადგურება და  განკარგვა
1. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას საკრებულოს თანხმობით, მერის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება ამავე ქონების ჩამოწერის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი, რაზედაც დგება ჩამოწერილი ქონების განადგურების აქტი.

3. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნისათვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებში, ან მოხდეს განადგურება ნაგავსაყრელებზე.

4. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები.

5. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.

6. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია სამუშაო ჯგუფი.


მუხლი 7. ჩამოწერილი ქონების რეალიზება
 ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის თანახმად ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას, ხორციელდება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2014  წლის  8  დეკემბრის  №669 დადგენილების შესაბამისად.

თავი III
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი

მუხლი 8. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
1. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის საკითხს წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით. იურიდიული პირის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წერილს, რომელსაც თან უნდა ერთოდეს აუდიტის დასკვნა და სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული დოკუმენტები.

2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის  №449 ბრძანების მოთხოვნებს.

3. ჩამოსაწერი ქონების აქტში მიეთითება მასალები, რომლებიც ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას და შემდგომ გამოყენებას და ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია.

4. ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას.

5. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით ინვენტარიზაციის სამუშაო ჯგუფი ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს, ახდენს ქონების დასურათებას და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.

6. სალიკვიდაციო ქონების განსაზღვრის მიზნით ინვენტარიზაციის სამუშაო ჯგუფი დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე და ახდენს ქონების დასურათებას.

7. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის ან/და ლიკვიდაციის მიზნით ინვენტარიზაციის სამუშაო ჯგუფის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების აქტები წარედგინება ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს, რომლის მიერ, მასალების წარდგენა ხდება ხაშურის  მუნიციპალიტეტის საკრებულოში საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

8. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას დადგენილი წესით წარდგენილი, ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების დამტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა /ლიკვიდაცია.

9. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით ინვენტარიზაციის სამუშაო ჯგუფის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტის, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტის და ქონების სალიკვიდაციო აქტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ინვენტარიზაციის სამუშაო ჯგუფს.


მუხლი 9. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება
1. ჩამოწერილი         და       გამოუსადეგარი       ქონების         შედეგად       მიღებული    ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას საკრებულოს თანხმობით, მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება ამავე ქონების ჩამოწერის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი, რაზედაც დგება ჩამოწერილი ქონების განადგურების აქტი.

3. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნისათვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებში, ან მოხდეს განადგურება ნაგავსაყრელებზე.

4. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები.

5. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.

6. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია სამუშაო ჯგუფი.


მუხლი 10. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია, განკარგვა
ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის თანახმად ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას, განხორციელდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 11. 500 (ხუთასი) ლარამდე ღირებულების ქონების (ნივთის) ჩამოწერის წესი
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 500 (ხუთასი) ლარს, ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და პასუხს აგებს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული  დოკუმენტაციის სისწორეზე.