დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის №233 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 107 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/04/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 38, 12/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №107
2010 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
„თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის №233 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის №233 დადგენილებით (სსმ, III, 2007 წელი, №151, მუხლი 1671) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ მოთხოვნილ მიწაზე არ არის გათვალისწინებული ელექტროსადგურის ან/და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განთავსება. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წერილი არ მოითხოვება იმ შემთხვევაში, თუ იგი არ გაიცა მიმართვიდან 14 დღის ვადაში.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები