„დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 თებერვლის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 თებერვლის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016315
41
30/04/2018
ვებგვერდი, 07/05/2018
010250050.35.164.016315
„დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 თებერვლის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყვარლის მუნიციპალიტეტი
 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41

2018 წლის 30 აპრილი

ქ. ყვარელი

 

„დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,   ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 თებერვლის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  22/02/2016, 010250050.35.164.016211),  კერძოდ:       

1.    დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

მერმა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში:

ა) უზრუნველყოს დასახლებების საერთო კრებების ასახვა შემდეგი ინფორმაციის გამოყენებით:

ა.ა)  მუნიციპალიტეტის  დასახლებების ჩამონათვალი, რომლებშიც  რეგისტრირებულ  ამომრჩეველთა რაოდენობა 500-ს არ აღემატება;

ა.ბ) მუნიციპალიტეტის  დასახლებების ჩამონათვალი, რომლებშიც  რეგისტრირებულ  ამომრჩეველთა რაოდენობა 500-ს აღემატება და 2000-ზე ნაკლებია;

ა.გ) თითოეულ დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა.

ბ) რჩეულის კანდიდატთა ბიულეტენების ფორმის, ამომრჩეველთა სიის ფორმის დამტკიცება;

გ) უზრუნველყოს მერიის  დებულებაში  ცვლილებების  პროექტის  მომზადება,  სადაც  განისაზღვრება სტრუქტურული ერთეული, რომელსაც ექნება საერთო კრებებთან დაკავშირებული უფლებამოსილება და მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა.“.

2.   დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის ვ), თ) და ღ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით განიხილოს დასახლების საზღვრების დადგენისა და შეცვლის საკითხები და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები;”

„თ) განიხილოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრებაზე ინიციირებული საკითხი;”

„ღ)  მოისმინოს  მერის  მიერ  ან  მის  მიერ  უფლებამოსილი  მოხელის  წარდგენილი  ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.“.

3.   დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)  მუნიციპალიტეტის  მერს  –  საკუთარი  ინიციატივით  ან  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს შუამდგომლობით.“.

4.   დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლის მე-2, მე-4, მე-5, მე-7, მე-9, მე-10, მე-11, მე-14 და მე-17 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  საინიციატივო  ჯგუფი  მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს  განცხადებას  საერთო  კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე.“

 „4. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული.“

 „5. საინიციატივო ჯგუფზე ინიციატივის რეგისტრაციის ცნობას გასცემს მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული,  შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.“

 „7. საინიციატივო ჯგუფის წევრს უფლება აქვს, რეგისტრაციაზე მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ   უფლებამოსილი   მოხელის/სტრუქტურული   ერთეულის   უარი   გაასაჩივროს   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.“

 „9. რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საინიციატივო ჯგუფი მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ. განცხადებაში   მიეთითება   საერთო   კრების   მოწვევის   თარიღი,   დრო   და   ადგილი   (შესაბამისი დასახლების ტერიტორიის ფარგლებში). განცხადებას უნდა ახლდეს ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული წესით შეგროვებული, ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის ხელმოწერები.“

 „10. რეგისტრაციის ცნობას გასცემს მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.“.

 „11. მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული 2 სამუშაო დღის  ვადაში  ამოწმებს  ამომრჩეველთა  სიის  ბლანკზე  არსებულ  ხელმოწერებს.  თუ ამომრჩეველთა ხელმოწერების  რაოდენობა  აღმოჩნდა  დადგენილ  მინიმალურ  ოდენობაზე  ნაკლები, ან  შემოწმების შედეგად გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება საინიციატივო ჯგუფს და ეძლევა 2 სამუშაო დღის ვადა ხარვეზის შესავსებად. საინიციატივო  ჯგუფის მიერ წარმოდგენილ  ამომრჩეველთა  სიის  შესწორებულ ნაწილს კვლავ ამოწმებს მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული ზემოაღნიშნული წესით, ერთი სამუშაო დღის ვადაში. თუ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა სია მთლიანად ბათილდება და საინიციატივო ჯგუფს მერის ბრძანებით უარი ეთქმება საერთო კრების მოწვევის განცხადების რეგისტრაციაზე.“

 „14. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მერის უარი ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული განცხადების რეგისტრაციაზე გაასაჩივროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.“

 „17. საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი მოხელის მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერით უზრუნველყოფს საინიციატივო ჯგუფი. საინიციატივო ჯგუფი პასუხისმგებელია იმ მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყენებაზე, რომელიც საერთო კრების მოწვევისთვის განისაზღვრება.“.

5.  დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრების მოწვევა

 მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  დასახლებაში, სადაც არჩეულია რჩეული, მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია საკუთარი ინიციატივით, უზრუნველყოს საერთო კრების მოწვევა წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ.

 2. მუნიციპალიტეტის მერს არ აქვს უფლება რჩეულის არჩევის საკითხი შეიტანოს საერთო კრების დღის წესრიგში. საერთო კრების მუნიციპალიტეტის მერის მიერ მოწვევის შემთხვევაში, რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება.

 3. მუნიციპალიტეტის მერი, მისი ინიციატივით საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, თავად ან/და  მის  მიერ უფლებამოსილი მოხელის/სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით უზრუნველყოფს საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას.

 4.  საერთო  კრების მოწვევის თარიღად განისაზღვრება  მუნიციპალიტეტის  მერის მიერ საერთო კრების მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან არაუადრეს მე-15 დღე და არაუგვიანეს 30-ე დღისა.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რჩეული საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს.“

7. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კრების გამართვამდე 1 თვით ადრე მაინც, რჩეული მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ.“.

8. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას მუნიციპალიტეტის მერის ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელის/სტრუქტურული ერთეულის მატერიალურ-ტექნიკური   მხარდაჭერით,   უზრუნველყოფს   რჩეული.   რჩეული   პასუხისმგებელია საერთო  კრების  მოწვევისა  და  წარმართვისათვის  განსაზღვრული  მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მიზნობრივ გამოყენებაზე.“.

9. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საერთო კრების სხდომის დაწყებისთანავე წევრები გადიან რეგისტრაციას. საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რეგისტრაციას და საერთო კრების ორგანიზებას უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ საინიციატივო ჯგუფი ან/და მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული ან/და რჩეული ან მის მიერ უფლებამოსილი საერთო კრების წევრები. რეგისტრაციისას მიეთითება საერთო კრების წევრის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერა.“.

10.  დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში, საერთო კრებას როგორც წესი, წარმართავს და თავმჯდომარეობს რჩეული. თუ საერთო კრებას არ ჰყავს რჩეული, ან საერთო კრება მოწვეულია მუნიციპალიტეტის მერის მიერ, საერთო კრებას წარმართავს და თავმჯდომარეობს  მუნიციპალიტეტის  მერი  ან  მის  მიერ  უფლებამოსილი  მოხელე.  საერთო კრების, საინიციატივო ჯგუფის მიერ მოწვევის შემთხვევაში, საერთო კრებას წარმართავს და თავმჯდომარეობს საინიციატივო  ჯგუფის ის  წევრი,  რომლის ხელმოწერაც შესაბამის განცხადებაში პირველია მითითებული, ხოლო მისი არყოფნისას – საინიციატივო ჯგუფის მომდევნო წევრი, ხოლო მისი არყოფნისას – საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრი ან საინიციატივო ჯგუფის თანხმობით – მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი მოხელე.“.

11. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სხდომის აუდიოვერსია და ოქმი ინახება მუნიციპალიტეტის მერიაში.“.

12. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლის ვ) და ზ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭოს მუშაობაში;

 ზ) შესაბამისი მოწვევის შემთხვევაში, მონაწილეობას იღებს მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრების გადაწყვეტილებების განხილვაში.“.

13. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.   რჩეულის   კანდიდატურის   რეგისტრაციის   თაობაზე   მერთან   წერილობითი   განაცხადის შეტანისა და მერიის მიერ დადგენილი ნიმუშის ბლანკების გაცემის მოთხოვნის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველს.“.

14. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  რჩეულის  კანდიდატურის  მხარდამჭერ  ამომრჩეველთა  სიაში  არსებული  ხელმოწერების ნამდვილობა, ამ დებულების მე-7 მუხლის მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, მოწმდება მერის უფლებამოსილი პირის/სტრუქტურული ერთეულის მიერ 2 სამუშაო დღის ვადაში.“.

15. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მუნიციპალიტეტის მერია, ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია გასცეს ცნობა რჩეულის კანდიდატურის რეგისტრაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.“.

16. დადგენილებით დამტკიცებული დანართის დებულების მე-14 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.  მუნიციპალიტეტის  მერის  უფლებამოსილი  მოხელე  რჩეულის  რეგისტრირებული კანდიდატების სიას წარუდგენს საერთო კრების თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილ პირს, რომელიც, საერთო  კრების დღის წესრიგით  გათვალისწინებული  საკითხების განხილვამდე, აცხადებს არჩევის პროცედურის დაწყებას.“.

17. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კანდიდატთა სიის დადგენის შემდეგ რჩეული, ან მისი არყოფნის შემთხვევაში, ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირი აცხადებს კენჭისყრას. რჩეულის არჩევნები ტარდება ღია ან ფარული კენჭისყრით, ბიულეტენების საშუალებით, რომლის ფორმასაც ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივანო მამულაშვილი