„ყვარლის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ამ დოკუმენტების ფორმებისა და ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 06/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016310
36
30/04/2018
ვებგვერდი, 07/05/2018
010250050.35.164.016310
„ყვარლის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ამ დოკუმენტების ფორმებისა და ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყვარლის მუნიციპალიტეტი
 
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2018 წლის 30 აპრილი

ქ. ყვარელი

„ყვარლის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ამ დოკუმენტების ფორმებისა და ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,  ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ყვარლის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ამ დოკუმენტების ფორმებისა და ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 01/07/2016 010250050.35.164.016222), კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს რედაქციით:

„1. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა (შემდგომში – ოქმი) და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე საჯარიმო ქვითრის (შემდგომში – საჯარიმო ქვითარი) გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე.“

2. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.

3. მე-2 მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ოქმებითა და საჯარიმო ქვითრებით მომარაგებას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს დამოუკიდებლად. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის შეკვეთას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.“

3. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის დასაწყისი გვერდის ზედა ცენტრალურ ნაწილში პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – „სფს“, ზედა მარცხენა კუთხეში პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს მკაცრი აღრიცხვის ფორმის ინდივიდუალური ნომერი და პოლიგრაფიული წესით აღნიშნული შესაბამისი სერია. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების ინდივიდუალური (ექსკლუზიური) ნომერი შედგება 6 ციფრისაგან, რომლის ნუმერაცია თანმიმდევრულად ხორციელდება შესაბამისი პოლიგრაფიული საწარმოს მიერ, ნუმერატორით მითითებული ნომრით. ოქმზე მიეთითება სერია „აო”, რომელიც აღნიშნავს ადმინისტრაციულ ოქმს, ხოლო საჯარიმო ქვითარზე მიეთითება სერია „სჯ”, რომელიც აღნიშნავს საკუთრივ საჯარიმო ქვითარს. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ბოლო გვერდის ქვედა მარცხენა კუთხეში (დამკვირვებლის პოზიციიდან) დაიტანება დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოსა და დამკვეთის – ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის სახელწოდება ინიციალებით“.“

 „5. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადო წესით გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შეიძლება მიეცეს მერიის ერთ-ერთ საჯარო მოხელეს. მინდობილი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს პასუხისმგებელ პირს აბარებს შესაბამის მოხსენებით ბარათზე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის რეზოლუციის საფუძველზე, სათანადოდ გაფორმებული (ხელმოწერებითა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით დამოწმებული) მიღება-ჩაბარების აქტით.“

3. მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების გაცემა მერიის შესაბამის სამსახურზე ხორციელდება მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

 2. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების მიღება-ჩაბარება აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალებში. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით დამოწმებული). ჟურნალის ფორმა განისაზღვრება №4 და №5 დანართების შესაბამისად.

 „4. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებზე გაცემას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით (რეზოლუცია, ბრძანება, წერილობითი თანხმობა და სხვა) ახორციელებს პასუხისმგებელი პირი (შემდგომში – პასუხისმგებელი პირი), რომელსაც ეკისრება კონკრეტული პასუხისმგებლობა მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე. პასუხისმგებელ პირს ბრძანებით განსაზღვრავს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი.

 5. პასუხისმგებელი პირი აღრიცხავს ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების გაცემასა და გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების დაბრუნებას, რის შესახებაც ყოველ კვარტალურად წერილობით ანგარიშს წარუდგენს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერს“.“

4. მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ოქმები და საჯარიმო ქვითრები სამსახურებზე გადაცემამდე ინახება ამ ფორმის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან, ხოლო სამსახურებზე გადაცემული ოქმები და საჯარიმო ქვითრები ინახება შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელთან.

5. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე (საჯარიმო ქვითრის გამოწერაზე) უფლებამოსილ პირად განსაზღვრულია მერიის სამსახურის ხელმძღვანელი, მაშინ ოქმების მიღება, შენახვა და დაბრუნება ხორციელდება მის მიერ შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელისაგან ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების მიღება-ჩაბარება აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალებში, რომლებსაც აწარმოებს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით დამოწმებული)“.“

5. მე-5 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკვა, გადაშლა და ა. შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემდგენლის მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით იმავე დღესვე აბარებს სამსახურის ხელმძღვანელს, (თუ ოქმის შედგენას არ აწარმოებდა მოცემული სამსახურის ხელმძღვანელი). გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) ოქმების შესახებ დამტკიცებული ფორმის მიხედვით დგება ჩამოწერის აქტი. ჩამოწერილი ოქმები, რომელსაც თან ერთვის ჩამოწერის აქტი, ყოველი თვის ბოლოს სამსახურის ხელმძღვანელის წერილობითი მოხსენებითი ბარათით, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის რეზოლუციით გადაეცემა (უბრუნდება) პასუხისმგებელ პირს.

 „4. ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ, დანომრილ და დალუქულ (სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით დამოწმებული) წიგნში და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე.“.

6. მე-6 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი პროფესიული საჯარო მოხელე, გარდა მე-10 პუნქტისა“.“

 „7. საჯარიმო ქვითარი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, თავისი რეკვიზიტებისა და შინაარსის მიხედვით რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურ ზონარგაყრილ, დანომრილ და დალუქულ (სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით დამოწმებულ) წიგნში“.“

7. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის მიხედვით (დანართი №6). გამოსაყენებლად უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების რაოდენობა და თითოეული მათგანის ინდივიდუალური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში. ჩამოწერის აქტს ხელს აწერს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი, აგრეთვე ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილი პირი.“.

8. დანართი №2 და დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №2

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის

ოქმი №000000

-------------------------- 20--- წ.                                                        -------------------------------

(ოქმის   შედგენის   თარიღი )                                                (ოქმის   შედგენის   ადგილი)

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის_______________________________________________

_______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

                              (ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი)

მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ:__________________________________________

_______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

(სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, განათლება,  სამუშაო ადგილი,  საცხოვრებელი  ადგილის მისამართი და ოჯახური მდგომარეობა; იურიდიული პირის  შემთხვევაში – სრული  სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის რეკვიზიტები) ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ:

_______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

                                                   (ადგილი, დრო, არსი)

პასუხისმგებლობა  აღნიშნული  სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის         ___________________________

_______________________________________________________________________________

                                       (მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი)

სამართალდამრღვევს   განემარტა   მისი   უფლებები   და   მოვალეობები,   რომლებიც   გათვალისწინებულია საქართველოს  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  კოდექსის 252-ე მუხლით: სამართალდამრღვევი გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი,     წარადგინოს     მტკიცებულებანი,     განაცხადოს     შუამდგომლობანი;     საქმის განხილვისას  ისარგებლოს  ადვოკატის იურიდიული  დახმარებით; გამოვიდეს  მშობლიურ  ენაზე; თუ არ იცის მიმდინარე  წარმოების  ენა,  ისარგებლოს   თარჯიმნის  მომსახურებით;   გაასაჩივროს   საქმის  გამო  მიღებული დადგენილება.

მოწმე (თუ არის):    1.--------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------- / ----------------------- /

2. ------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------ /---------------------/

  (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი)                 (ხელმოწერა)

დაზარალებული (თუ არის): 1. ----------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------- / ----------------------- /

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

2. --------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------ /---------------------/

 (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი)                  (ხელმოწერა)

    სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება: ––––––––––––––––––––––––––––––––––––-

_______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები: –––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ოქმის შემდგენელი:  --------------------------------------------------- /---------------------------/

                                              (სახელი, გვარი, ხელმოწერა)

სამართალდამრღვევის შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო: ––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––------------

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––----------

                                           (სამართალდამრღვევის ხელმოწერა)

სამართალდამრღვევი: ------------------------------------------------------------- /-----------------------/

                                 (ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა, თარიღი)

ოქმი ჩავიბარე :-----------------------------------------------------------------------------------------------

(სამართალდამრღვევის ხელმოწერა   ან   ხელმოწერაზე   უარის   აღნიშვნა,  თარიღი)

შენიშვნა: სამართალდამრღვევი  პირის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება სათანადო    ჩანაწერი.   ოქმზე   ხელის   მოუწერლობა   არ   იძლევა საქმისწარმოების  შეწყვეტის   საფუძველს. სამართალდარღვევის  ჩამდენს  უფლება აქვს, წარმოადგინოს ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

 დანართი №3

ყვარლის  მუნიციპალიტეტის მერია

   საჯარიმო ქვითარი №000000   

  ნაწილი I

----------------------------------  20---- წელი                                                 ----------------------------------

        (შედგენის თარიღი)                                                                               (შედგენის ადგილი)

1. _______________________________________________________________________

                      (საჯარიმო ქვითრის შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი)

2. ინფორმაცია სამართალდამრღვევის შესახებ:

ა) _______________________________________________________________________

(სახელი და გვარი)

ბ) _____________________________________________________________________

                                                     (დაბადების თარიღი)

გ) _______________________________________________________________________

                                                         (სამუშაო ადგილი)

დ) _______________________________________________________________________ 

                                            (საცხოვრებელი ადგილის მისამართი)

იურიდიული  პირის   შემთხვევაში   –   სრული   სახელწოდება,   ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის რეკვიზიტები:

_______________________________________________________________________

_______________________________________________________________________

3. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: ----------------------------

_______________________________________________________________________

_______________________________________________________________________

_______________________________________________________________________

_______________________________________________________________________

4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსის მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი:

_______________________________________________________________________

5. დაზარალებულის  სახელი, გვარი, მისამართი, პირადი № ______________________

_______________________________________________________________________

6. მოწმის (მოწმეების) სახელი, გვარი, მისამართი, პირადი №______________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

7. საჯარიმო თანხის ოდენობა: -------------------------------------------------------------------------------------

                                                                                       (ციფრებით, სიტყვიერად)

8.დაზარალებული: ______________________________________________________________________

                                                                                            (ხელმოწერა)

მოწმე (მოწმეები): ______________________________________________________________________

______________________________________________________________________

                                                                             (ხელმოწერა)

სამართალდამრღვევი:________________________________________________________

                                         (ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის თქმის დადასტურება)

საჯარიმო ქვითრის შემდგენელი:_______________________________________________

                                                                                 (ხელმოწერა)

9. ჩავიბარე: ______________________________________________________________________

                    (სამართალდამრღვევის ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის თქმის დადასტურება)

                                                საჯარიმო ქვითრის ყუა №000000

                                                               ნაწილი II

                                     (ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში)

1.      ______________________________________________________________________

                                                                    (გადამხდელის სახელი, გვარი)

2.______________________________________________________________________

                         (გადამხდელის საცხოვრებელი ადგილის მისამართი)

3.   გადამხდელის პირადი №-------------------------

4.   გადამხდელის   პირადობის მოწმობის /პასპორტის №------------------------------

5. ______________________________________________________________________

                                       საჯარიმო თანხის ოდენობა  (ციფრებით, სიტყვიერად):

6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსის მუხლი, ნაწილი,

 ქვეპუნქტი: -----------------------------

______________________________________________________________________

7. საბანკო კოდი:________________________________________________________

8. სახაზინო კოდი:______________________________________________________

9. მიმღები მოლარე: ______________________________________________________

                                                            (ხელმოწერა)

10. შემომტანი: _____________________________________________________________

                                                                   (ხელმოწერა)

თარიღი:   _______________________________________

                                    (წელი, თვე, რიცხვი)                                                                                                                                               

9. დანართი N6 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                                                                                      აქტი N

ქ. ყვარელი                                                                                                        ______________

                                                                                                                              (თარიღი)

   გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის შესახებ

N

დოკუმენტის დასახელება

(ოქმი, საჯარიმო ქვითარი )

რაოდენობა

ოქმის (საჯარიმო ქვითრის ) ინდივიდუალური ნომერი

1

2

3

4

ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების ჩამოწერის სისწორეს:

ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე

პასუხისმგებელი პირი:        --------------------------------------------------

სტრუქტურული ერთეულის

(სამსახურის) ხელმძღვანელი:     ----------------------------------------------

ოქმის (საჯარიმო ქვითრის)

შედგენაზე უფლებამოსილი პირი:   --------------------------------------------

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივანო მამულაშვილი