დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყვარლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.164.016308 |
|
„ყვარლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 სექტემბრის №34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/09/2014, 010250050.35.164.016136), კერძოდ:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული და ადმინისტრაციული სამსახურები“. „3. საკრებულოს და მერიის მიმართვა ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის განსათავსებლად სავალდებულოა შესასრულებლად თვითმმართველობის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული დაწესებულებებისათვის“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, თვითმმართველი ერთეულის კერძო სამართლის იურიდიული პირები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები, საწარმოები და ორგანიზაციები მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს აწვდიან ვებგვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით, ამ დებულებით დადგენილი გადაცემისა და განახლების პერიოდულობის ვადების დაცვით.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ), „ბ.ა), „ბ.ბ), „ბ.გ), „ბ.დ) და „ბ.ე) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მერია; ბ.ა) მერიის დებულება; ბ.ბ) მერიის თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები); ბ.გ) მერიის სტრუქტურა; ბ.დ) მერიის სტრუქტურული ერთეულები (სტრუქტურული ერთეულის დებულება, პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით); ბ.ე) მერიის ადმინისტრაციული ერთეულები, მერის წარმომადგენლები. “. 4. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მერის ბრძანებები“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები