დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.164.016306 |
|
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/10/2014, 010250020.35.164.016142), კერძოდ: 1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება ვებგვერდზე kvareli.gov.ge“. 2. დადგენილებით დამტკიცებული №3 დანართის „ბ“ , „ე“ , „თ“ , „ი“ , „კ“ , „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ინფორმაცია საკრებულოს და მერიის თანამდებობების პირების შესახებ: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები, ფოტოსურათი (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);“ „ე) საკრებულოს და მერიის სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);“ „,თ) ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);“ ი) ინფორმაცია საკრებულოს აპარატის, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა შესახებ. სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში); კ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის, კერძო სამართლის იურიდიული პირების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ტელეფონის ნომერი (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);“ „ტ) ინფორმაცია პროფესიულ საჯარო მოხელეებზე გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ (ჯამურად) – ქვეყნდება კვარტალურად; უ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის პროფესიულ საჯარო მოხელეთა ოფიციალური და სამუშაო ვიზიტებისათვის გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ (ჯამურად) (ცალ-ცალკე) ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებებისათვის) – ქვეყნდება კვარტალურად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები