„ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ 2015 წლის 2 ოქტომბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016305
31
30/04/2018
ვებგვერდი, 07/05/2018
010250050.35.164.016305
„ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ 2015 წლის 2 ოქტომბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყვარლის მუნიციპალიტეტი
 
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2018 წლის 30 აპრილი

ქ. ყვარელი

„ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ 2015 წლის 2 ოქტომბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,  ყვარლის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №44 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02.10.2015, 010250050.35.164.016196), კერძოდ:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“.

2. დაგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული  დანართის  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყვარლის  მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი, მე-2, მე-3, მე-6, მე-7 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

  ყვარლის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის  ამომრჩევლებთან  საჯარო შეხვედრების მოწყობის  წესი არეგულირებს  მუნიციპალიტეტის  მერის და საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობის საკითხებს.

მუხლი 2

მუნიციპალიტეტის  მერი  და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან  წელიწადში ერთხელ   მაინც,   არაუგვიანეს   1   ნოემბრისა,   მოაწყონ   საჯარო   შეხვედრა   ამომრჩევლებთან   და წარუდგინონ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.

მუხლი 3

მუნიციპალიტეტის მერი და  საკრებულოს წევრები ვალდებული არიან საჯარო შეხვედრის შესახებ ცნობა გამოაქვეყნონ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ან სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით  7 დღით ადრე მაინც.“

„მუხლი 6

მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

მუხლი 7

საჯარო  შეხვედრა  შეიძლება  ჩატარდეს მუნიციპალიტეტის  სხდომათა  დარბაზში ან  სხვა საჯარო   სივრცეში,   ასევე   შესაბამის   ტერიტორიულ   ერთეულში,   რასაც  ურთიერთშეთანხმებით უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი ან მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახური.“

 „მუხლი 10

მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივანო მამულაშვილი