დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.165.016328 |
|
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ
|
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული ,,სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემა”. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემა |
მუხლი 1. ზოგადი დებულებები ,,სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის , შეფასების და ანგარიშგების სისტემის ” მიზანია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის , შეფასების და ანგარიშგების პრინციპების , ამოცანებისა და პროცედურების დადგენის გზით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მიმწოდებელი საჯარო და კერძო დაწესებულებებისთვის (შემდგომში – დაწესებულება ), ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად , ავტორიზაციის პირობების შესრულების ხელშეწყობა . მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები 1. წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა , რაც ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ ” საქართველოს კანონში (შემდგომში – კანონი ). 2. ამ დოკუმენტის მიზნებისთვის , ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად : ა ) მონიტორინგი – უწყვეტი ციკლი , რომელიც მოიცავს ინფორმაციის რუტინულ მოგროვებას , აღრიცხვას და ანალიზს . მონიტორინგის მიზანია , კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად , ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება , ბავშვზე ორიენტირებული მომსახურების გასაუმჯობესებლად ; ბ ) შეფასება − დაწესებულების მდგომარეობის ობიექტური შესწავლა , ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება . შეფასების მიზანია , კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად , დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის , მიღწევების , გამოწვევების და საჭიროებების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების განსაზღვრა , დაწესებულების მხარდასაჭერად ; გ ) ანგარიშგება − მონიტორინგის და შეფასების პროცესში შეგროვებული მონაცემებისა და ინფორმაციის წარდგენა ისე , რომ შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება დაწესებულების და /ან მისი დამფუძნებლის მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით , სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად ; დ ) სტრუქტურული ერთეული – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული , რომელიც ახორციელებს დაწესებულებების ავტორიზაციას და ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით მონიტორინგს , შეფასებას და ანგარიშგებას ; ე ) შუალედური მონიტორინგი – სასწავლო -სააღმზრდელო წლის შუალედურ პერიოდში (სასწავლო - სააღმზრდელო წლის დაწყებიდან არაუადრეს 3 და არა უგვიანეს 5 თვისა ) განხორციელებული მონიტორინგი ; ვ ) წლიური მონიტორინგი – სასწავლო -სააღმზრდელო წლის დასრულებამდე ბოლო ორი თვის განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგი , რომელიც წარმოადგენს შუალედური მონიტორინგისა და დარჩენილი თვეების მონიტორინგის შედეგების შეჯამებას – მიღწევებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას და რეკომენდაციების ჩამოყალიბებას ; ზ ) მიზანი – განაცხადი არსებული პრობლემების გადაჭრის თაობაზე , რომელსაც ეყრდნობა დაგეგმვის ყველა ღონისძიება . მიზანი შეიძლება იყოს ზოგადი და გრძელვადიანი , ან კონკრეტული და მოკლე ვადაში მისაღწევ შედეგებზე ორიენტირებული , რომელიც გამომდინარეობს ზოგადი მიზნებიდან ; თ ) საბაზისო მაჩვენებელი – დაწესებულების მდგომარეობა ავტორიზაციის (მათ შორის , პირობითი ავტორიზაციის ) მინიჭების მომენტში , სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და /ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების დაწყებამდე . დაწესებულების საბაზისო მაჩვენებელს წარმოადგენს ავტორიზაციის პროცესში თვითშეფასების კითხვარში შეტანილი და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით დადასტურებული მონაცემები ; ი ) სამიზნე მაჩვენებელი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და /ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მისაღწევი შედეგი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების კონკრეტული სტანდარტ (ებ )ით და /ან მუხლ (ებ )ით განსაზღვრული შედეგები ; კ ) შესრულების მაჩვენებელი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და /ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მიღწეული შედეგი , სამიზნე მაჩვენებელთან მიმართებაში ; ლ ) აქტივობა – ქმედება , რომელიც განაპირობებს დაწესებულების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნებისა და სამიზნე მაჩვენებლების შესრულებას ; მ ) შესრულების დამადასტურებელი საშუალება − დოკუმენტი ან სხვა მონაცემი , რომლის საშუალებითაც მტკიცდება , მიღწეულია თუ არა მიზანი , ან , ზოგიერთ შემთხვევაში , შესრულებულია თუ არა აქტივობა ; ნ ) სამოქმედო გეგმა − დაწესებულების მიერ შემუშავებული , სტრუქტურულ ერთეულთან შეთანხმებული ყოველწლიური დოკუმენტი , რომლის შემუშავება მიზნად ისახავს დაწესებულების მიერ მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებას და ასახავს კონკრეტულ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მისაღწევ მიზნებს , სამიზნე მაჩვენებლებს და აქტივობებს ; ო ) დაკვირვება – მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი . მონიტორინგის გუნდის მიერ საგანმანათლებლო პროცესის და მასში ჩართული პირების (ბავშვები , ოჯახის წევრები , დაწესებულების პერსონალი ) ქმედებების შესწავლა . დაკვირვების დროს დაცული უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი და დაკვირვების პროცესი არ უნდა უშლიდეს ხელს საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას . პ ) გასაუბრება – მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი . მონიტორინგის გუნდის მიერ საგანმანათლებლო პროცესის და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხების დაზუსტების მიზნით დაწესებულების პერსონალთან , ბავშვის ოჯახის წევრთან და /ან ბავშვთან კომუნიკაცია ; ჟ ) აღნიშვნის ფურცლით შემოწმება – მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი . ინტერდისციპლინური გუნდის მიერ წინასწარ შემუშავებული აღნიშვნის ფურცლის გამოყენებით მონიტორინგის გუნდის მიერ განხორციელებული შემოწმება , რაც ეფუძნება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს , ტექნიკურ რეგლამენტებს და ასევე ითვალისწინებს დაწესებულების სამოქმედო გეგმაში ასახულ მიზნებსა და სამიზნე მაჩვენებლებს . აღნიშვნის ფურცელი უნდა მოიცავდეს სამიზნე მაჩვენებლების ჩამონათვალთან ერთად შესრულებულ მაჩვენებლებს ; რ ) ინტერდისციპლინური გუნდი – სტრუქტურული ერთეულის ინიციატივით შექმნილი გუნდი , რომელიც შეიმუშავებს მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტებს და ხელს უწყობს მონიტორინგის , შეფასების და ანგარიშგების განმახორციელებელი ადამიანური რესურსების (მათ შორის , მონიტორინგის გუნდის ) განვითარებას ; ს ) მონიტორინგის გუნდი – სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებით დაკომპლექტებული გუნდი , რომელიც ახორციელებს დაწესებულების მონიტორინგს ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით და ახდენს სათანადო და დროულ ანგარიშგებას ; ტ ) მხარდამჭერი სუპერვიზია – მიდგომა , რომელიც გულისხმობს ინტერდისციპლინური გუნდის მიერ მონიტორინგის გუნდის წევრებისათვის რეკომენდაციების მიწოდებას უშუალოდ მონიტორინგის განხორციელების პროცესში და არსებული პრობლემის ერთობლივად გადაჭრას . მუხლი 3. მონიტორინგის , შეფასების და ანგარიშგების პრინციპები 1. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და /ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების დაგეგმვა და მონიტორინგის , შეფასების და ანგარიშგების განხორციელება უნდა ეფუძნებოდეს ერთსა და იმავე პრინციპებს . 2. მონიტორინგის , შეფასების და ანგარიშგების პრინციპებია : ა ) ინფორმაციის ვალიდურობა (შესაბამისობა ) და სანდოობა – მონიტორინგის , შეფასებისა და ანგარიშგების პროცესში წარმოდგენილი ინფორმაცია ზუსტად ადგენს მას , რის შესამოწმებლადაც არის გასაზღვრული , არის სანდო და გამოსადეგი , როგორც დაწესებულებისთვის , ასევე დამფუძნებლისთვის ; ბ ) განხორციელებადობა – მონიტორინგის , შეფასების და ანგარიშგების პროცესი არის წინასწარ დაგეგმილი და მისთვის საჭირო რესურსი არის შესაბამისად გათვალისწინებული ; გ ) ობიექტურობა , გამჭვირვალობა და სამართლიანობა – მიღწევებისა და გამოწვევების მონიტორიგი , შეფასება და ანგარიშგება ხორციელდება ობიექტურად , გამჭვირვალედ და სამართლიანად , განსაზღვრული პროცედურებისა და ვადების დაცვით ; დ ) კანონმდებლობასთან შესაბამისობა – მონიტორინგის და შეფასების ინსტრუმენტებში განსაზღვრული მაჩვენებლები ეფუძნება კანონსა და მის საფუძველზე შემუშავებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს ; ე ) ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება – მონიტორინგის , შეფასების და ანგარიშგების ნებისმიერ ეტაპზე გათვალისწინებული და დაცულია ბავშვის საუკეთესო ინტერესი და არ ხდება საგანმანათლებლო პროცესის შეფერხება . მუხლი 4. მონიტორინგის , შეფასებისა და ანგარიშგების ამოცანები მონიტორინგის , შეფასების და ანგარიშგების ამოცანებია : ა ) გამოვლინდეს დაწესებულების მიღწევები კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების მიმართულებით ; ბ ) გამოვლინდეს დაწესებულების გამოწვევები კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების მიმართულებით ; გ ) მოხდეს დაწესებულებისთვის დროული და კონკრეტული რეკომენდაციების ჩამოყალიბება , სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და /ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით ; დ ) მოხდეს სანდო და ვალიდური ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და /ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების ეფექტიანობის შესახებ ; ე ) მოხდეს ინფორმაციის სანდო და ვალიდური ანალიზი , რაც წარმოაჩენს კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების რეალისტურობასა და განხორციელებადობას , არსებული რესურსების გათვალისწინებით და საჭირო რესურსების (მათ შორის , ფინანსური რესურსების ) განსასაზღვრად ; ვ ) მოხდეს შეგროვებული და გაანალიზებული ინფორმაციის გაზიარება უფლებამოსილი სუბიექტებისთვის , რაც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების გასაუმჯობესებლად ; ზ ) შეგროვდეს ინფორმაცია სტრუქტურული ერთეულისა და მონიტორინგის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილი სუბიექტების მხრიდან დაწესებულებისთვის კოორდინირებული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად , თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ; თ ) გამოვლინდეს გადამზადების საჭიროებები , დაწესებულების თანამშრომელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით . მუხლი 5. მონიტორინგზე , შეფასებასა და ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული 1. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და /ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგზე , შეფასებასა და ანგარიშგებაზე პასუხისმგებელია სტრუქტურული ერთეული , რომელიც წინამდებარე დოკუმენტით მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას უზრუნველყოფს მონიტორინგის გუნდის და ინტერდისციპლინური გუნდის მეშვეობით . 2.ინტერდისციპლინური გუნდის წევრების და მონიტორინგის გუნდის წევრების შერჩევა და აყვანა უნდა განხორციელდეს ღია კონკურსის საფუძველზე , დადგენილი წესის შესაბამისად . მუხლი 6. მონიტორინგის გუნდი 1. სტრუქტურული ერთეული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომპეტენციის მქონე თანამშრომლებისგან ქმნის მონიტორინგის გუნდს , რომელიც ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით ახორციელებს დაწესებულების მონიტორინგს და შესაბამის ანგარიშგებას . 2. მონიტორინგის გუნდის წევრობისთვის აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია : ა ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტის , აღმზრდელ -პედაგოგის პროფესიული სტანდარტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა ) შესაბამისად განსახორციელებელი მონიტორინგის მიზნებისთვის : ა .ა ) დადასტურებული განათლება განათლების მიმართულებით ან ფსიქოლოგიის დარგში ; ა .ბ ) არანაკლებ 2-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა , სარეკომენდაციო წერილი და სხვა ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში ; ა .გ ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა ; ბ ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობა – ნაგებობების , ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ -ტექნიკური ბაზის მოწყობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა ) შესაბამისად განსახორციელებელი მონიტორინგის მიზნებისთვის : ბ .ა ) დადასტურებული განათლება არქიტექტურის ან ინჟინერიის დარგში ; ბ .ბ ) არანაკლებ 2-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა , სარეკომენდაციო წერილი და სხვა ) შენობა -ნაგებობების , ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ -ტექნიკური ბაზის მოწყობის სფეროში ; ბ .გ ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა ; გ ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა ) შესაბამისად განსახორციელებელი მონიტორინგის მიზნებისთვის : გ .ა ) დადასტურებული განათლება სასურსათო ტექნოლოგიის დარგში ან ჯანდაცვის მიმართულებით ; გ .ბ ) არანაკლებ 2-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა , სარეკომენდაციო წერილი და სხვა ) უვნებელი და ჯანსაღი კვების ორგანიზების სფეროში ; გ .გ ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა ; დ ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში სანიტარიულ -ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა ) შესამაბისად განსახორციელებელი მონიტორინგის მიზნებისთვის : დ .ა ) დადასტურებული განათლება ჯანდაცვის მიმართულებით ; დ .ბ ) არანაკლებ 2-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა , სარეკომენდაციო წერილი და სხვა ) სანიტარიისა და ჰიგიენის სფეროში ; დ .გ ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა . 3. მონიტორინგის გუნდის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეული , შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის შესაბამისად . 4. მონიტორინგის გუნდი ვალდებულია , გაიაროს ინტერდისციპლინური გუნდის მიერ განხორციელებული გადამზადება და სამუშაოს პირველ წელს ინტერდისციპლინური გუნდის მიერ უზრუნველყოფილი მხარდამჭერი სუპერვიზია . მუხლი 7. ინტერდისციპლინური გუნდი 1. სტრუქტურული ერთეული ქმნის ინტერდისციპლინურ გუნდს , რომელიც ახორციელებს : ა ) მონიტორინგის ინსტრუმენტის შემუშავებას , პილოტირებას , ვალიდაციას ; ბ ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების შესახებ მონიტორინგის გუნდის წევრების სიღრმისეულ გადამზადებას . გ ) სტრუქტურული ერთეულის მონიტორინგის გუნდის წევრების და სხვა შესაბამისი პირების გადამზადებას და მხარდამჭერ სუპერვიზიას მონიტორინგის ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენებისთვის . 2. ინტერდისციპლინური გუნდის წევრობისთვის აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია : ა ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტის , აღმზრდელ -პედაგოგის პროფესიული სტანდარტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა ) შესაბამისად განსახორციელებელი მონიტორინგის და შეფასების მიზნებისთვის : ა .ა ) დადასტურებული განათლება განათლების მიმართულებით ან ფსიქოლოგიის დარგში ; ა .ბ ) არანაკლებ 3-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა , სარეკომენდაციო წერილი და სხვა ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში ; ა .გ ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა ; ა .დ ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა ; ა .ე ) კვლევის ან /და პროგრამის შეფასების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ; ბ ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობა -ნაგებობების , ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ -ტექნიკური ბაზის მოწყობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა ) შესაბამისად განსახორციელებელი მონიტორინგის და შეფასების მიზნებისთვის : ბ .ა ) დადასტურებული განათლება არქიტექტურის ან ინჟინერიის დარგში ; ბ .ბ ) არანაკლებ 3-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა , სარეკომენდაციო წერილი და სხვა ) შენობა -ნაგებობების , ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ -ტექნიკური ბაზის მოწყობის სფეროში ; ბ .გ ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა ; ბ .დ ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა . ბ .ე ) კვლევის ან /და პროგრამის შეფასების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება . გ ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა ) შესაბამისად განსახორციელებელი მონიტორინგის და შეფასების მიზნებისთვის : გ .ა ) დადასტურებული განათლება სასურსათო ტექნოლოგიის დარგში ან ჯანდაცვის მიმართულებით ; გ .ბ ) არანაკლებ 3-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა , სარეკომენდაციო წერილი და სხვა ) უვნებელი და ჯანსაღი კვების ორგანიზების სფეროში ; გ .გ ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა ; გ .დ ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა . გ .ე ) კვლევის ან /და პროგრამის შეფასების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ; დ ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში სანიტარიულ -ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა ) შესამაბისად განსახორციელებელი მონიტორინგის და შეფასების მიზნებისთვის : დ .ა ) დადასტურებული განათლება ჯანდაცვის მიმართულებით ; დ .ბ ) არანაკლებ 3-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა , სარეკომენდაციო წერილი და სხვა ) სანიტარიისა და ჰიგიენის სფეროში ; დ .გ ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა ; დ .დ ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა . დ .ე ) კვლევის ან /და პროგრამის შეფასების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება . მუხლი 8. მონიტორინგის პროცედურები 1. მონიტორინგი ხორციელდება მონიტორინგის გუნდის მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და /ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების პროცესის პარალელურად , წელიწადში ორჯერ , სტრუქტურული ერთეულის მიერ წინასწარ შემუშავებული წლის განრიგის მიხედვით . 2. მონიტორინგის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ დაწესებულების ინფორმირება უნდა მოხდეს ვიზიტამდე არაუგვიანეს ერთი თვისა , ზუსტი თარიღის მითითების გარეშე . 3. მონიტორინგი ხორციელდება სასწავლო -სააღმზრდელო წლის შუალედურ პერიოდში (შუალედური მონიტორინგი ) და წლის დასასრულს (წლიური მონიტორინგი ), დაწესებულების საბაზისო მაჩვენებლის და სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით . 4. ყოველი ზოგადი და კონკრეტული მიზნისთვის სამოქმედო გეგმაში უნდა გაიწეროს სამიზნე მაჩვენებელი და აქტივობა , რომლის შესრულება წარმოჩინდება შესრულების მაჩვენებლით და შესრულების დამადასტურებელი საშუალებით . 5. თითოეულ მიზანს უნდა ჰქონდეს სულ ცოტა ერთი სამიზნე მაჩვენებელი და შესაბამისი შესრულების მაჩვენებელი , რომელიც გამოხატავს შესრულების იმ დონეს , რომლის მიღწევასაც მიზნად ისახავს დაწესებულება კონკრეტულ პერიოდში . 6. სამიზნე მაჩვენებლის დასადგენად უნდა მოხდეს საბაზისო მაჩვენებლის იდენტიფიცირება და ყოველი მომდევნო სასწავლო -სააღმზრდელო წლის დასაწყისში არსებული მდგომარეობის გათვალისწინება , რომელთან მიმართებაშიც იზომება წინსვლა ან კეთდება შედარება . ყოველი მომდევნო სასწავლო -სააღმზრდელო წლის დასაწყისში არსებული მდგომარეობა , როგორც წესი , არის წინა სასწავლო -სააღმზრდელო წლის ბოლოს დაფიქსირებული შესრულების დონე , პრიორიტეტები , საშუალო დონე (სხვა დაწესებულებების მიერ იმავე საკითხების შესრულების დონე ), ხელმისაწვდომი რესურსები და სხვ . 7. ინტერდისციპლინური გუნდი , მისი დაკომპლექტებიდან 3 თვის ვადაში , მონიტორინგის მეთოდების გათვალისწინებით (დაკვირვება , გასაუბრება , აღნიშვნის ფურცლით შემოწმება ) შეიმუშავებს მონიტორინგის ინსტურმენტს და შესაბამისი ანგარიშის ფორმას , რომლებსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი . 8. ინტერდისციპლინური გუნდის მიერ შემუშავებული მონიტორინგის ინსტრუმენტის პილოტირება და ვალიდაცია ხორციელდება ინტერდისციპლინური გუნდის დაკომპლექტებიდან 5 თვის განმავლობაში . 9. მონიტორინგის ინსტრუმენტის შექმნიდან პირველი წლის განმავლობაში მონიტორინგის გუნდი დაწესებულების მონიტორინგს ახორციელებს ინტერდისციპლინური გუნდის მიერ უზრუნველყოფილი მხარდამჭერი სუპერვიზიის გზით . 10. ინტერდისციპლინური გუნდის მიერ მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება უნდა მოხდეს მონიტორინგის ინსტრუმენტის ვალიდაციის შემდგომ , უშუალოდ მონიტორინგის პროცესის დაწყებამდე , ხოლო მხარდამჭერი სუპერვიზია – უშუალოდ მონიტორინგის განხორციელების პროცესში , მონიტორინგის ინსტრუმენტის გამოყენების დაწყებიდან პირველი ერთი წლის განმავლობაში . 11. საჯარო დაწესებულება , რომელიც ახორციელებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებას და /ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდებას , ვალდებულია სტრუქტურულ ერთეულის მიერ დაწესებულების მონიტორინგის განხორციელების შესახებ შეტყობინებიდან 2 კვირის ვადაში ელექტრონული ან მატერიალური ფორმით წარუდგინოს შიდა მონიტორინგისა და შეფასების შედეგების ამსახველი შუალედური და წლიური ანგარიშები . მუხლი 9. მონიტორინგის ანგარიშგება 1. ანგარიშგება ხორციელდება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და /ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების პროცესის პარალელურად , წელიწადში ორჯერ . 2. მონიტორინგის გუნდის ანგარიში წარედგინება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს , რაც უნდა ასახავდეს დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმების შედეგებს . მონიტორინგის შედეგები შესაძლებელია გახდეს , დადგენილი წესის შესაბამისად , დაწესებულებისთვის ავტორიზაციის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი . 3. მონიტორინგის გუნდის მიერ დაწესებულების შესახებ მონიტორინგის შედეგებზე ანგარიშგება უნდა მოხდეს შესაბამის დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის განხორციელებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში . 4. მონიტორინგის შედეგად , ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში , სტრუქტურული ერთეული ითვალისწინებს დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემით დადგენილი ავტორიზაციის პირობების შესრულების საფეხურებს . 5. შუალედური ან წლიური მონიტორინგის შედეგად დაწესებულებაში შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში დაწესებულებას ეძლევა გონივრული ვადა (არაუმეტეს 15 დღისა ) შეუსაბამობის გამოსასწორებლად , გარდა იმ შემთხვევისა , თუ აშკარაა , რომ ამას შედეგი არ მოჰყვება . 6. სტრუქტურული ერთეული მონიტორინგის ანგარიშის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს დადგენილი წესის შესაბამისად . მუხლი 10. შეფასების პროცედურები 1. შეფასება ხორციელდება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და /ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების პროცესის პარალელურად , 4 წელიწადში ერთხელ , თითოეული დაწესებულებისთვის ავტორიზაციის მინიჭების მომენტის მხედველობაში მიღებით . 2. შეფასების წელს არსებული ფინანსური სახსრების გათვალისწინებით , სტრუქტურულმა ერთეულმა შესაძლოა გააფართოოს , ან დაავიწროოს შეფასების მასშტაბები . შეფასება შესაძლოა იყოს ყოვლისმომცველი ან ორიენტირებული იყოს მხოლოდ ერთ -ერთი სტანდარტის ან ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით მიღწევების , გამოწვევების და საჭიროებების დადგენაზე . 3. სტრუქტურული ერთეულის ინტერდისციპლინური გუნდი შეფასების განხორციელების დაწყებამდე 5 თვის განმავლობაში გეგმავს შეფასებას , კერძოდ : შეიმუშავებს შეფასების ინსტურმენტს და ახდენს მის პილოტირებას . 4. შეფასების პროცესში ინტერდისციპლინური გუნდის ძირითადი ფუნქციებია : ა ) შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება , პილოტირება , ვალიდაცია – ავტორიზაციის გავლიდან მე -3 წლის ბოლო 5 თვის განმავლობაში ; ბ ) შეფასების განხორციელება – ავტორიზაციის გავლიდან მე -4 წლის განმავლობაში . 5. ინტერდისციპლინური გუნდი შეფასების ინსტრუმენტის შემუშავებისას ითვალისწინებს ისეთ მეთოდებს , როგორიცაა : დაკვირვება , გასაუბრება , აღნიშვნის ფურცლით შემოწმება ; 6. ინტერდისციპლინური გუნდის მიერ შემუშავებულ შეფასების ინსტრუმენტს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი . შეფასების ინსტრუმენტის მიხედვით შემდგომში ინტერდისციპლინური გუნდი ახორციელებს შეფასებას . 7. სტრუქტურული ერთეული განსაზღვრავს განრიგს , რომლის მიხედვითაც ინტერდისციპლინური გუნდი უზრუნველყოფს დაწესებულებების შეფასებას . 8. სტრუქტურული ერთეული ვალდებულია , დაწესებულებას შეატყობინოს შეფასების ვიზიტის შესახებ , მის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა და ჩართოს დაწესებულების წარმომადგენლები შეფასების პროცესში . მუხლი 11. შეფასების ანგარიშგება 1. შეფასების შედეგების ასახვა ხდება შეფასების ანგარიშის ფორმაში , რომელიც წარმოადგენს ინტერდისციპლინური გუნდის მიერ შექმნილი შეფასების ინსტრუმენტის განუყოფელ ნაწილს . 2. შეფასების ანგარიშის შედგენას და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისთვის წარდგენას უზრუნველყოფს ინტერდისციპლინური გუნდი , შეფასების ვიზიტიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში . 3. შეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს დაწესებულების მიერ საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით 4 წლის თავზე მიღებულ მიღწევებსა და გამოწვევებს ავტორიზაციის პირობების შესრულების მხრივ . 4.სტრუქტურული ერთეული , დადგენილი წესის შესაბამისად , ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში ითვალისწინებს შეფასების შედეგებს . 5. სტრუქტურული ერთეული , შეფასების შედეგებს შესაბამის დაწესებულებას წარუდგენს შეფასების ვიზიტიდან არაუგვიანეს 1 თვისა . 6. სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დაწესებულებების შეფასების შეჯამებულ ანგარიშს წერილობითი ფორმით წარუდგენს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას შეფასების პროცედურების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვისა .
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები