ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ

ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016332
35
27/04/2018
ვებგვერდი, 04/05/2018
010250050.35.165.016332
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №35

2018 წლის 27 აპრილი

ქ. საგარეჯო

 

ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ,,ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო  მზაობის  პროგრამის  განმახორციელებელი  დაწესებულების  პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები, ქცევისა და ეთიკის ნორმები“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოთარ ჩალათაშვილი



დანართი

სამსახურებრივი ინსტრუქციები, ქცევისა და ეთიკის ნორმები ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის


თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. დოკუმენტის მიზანი

ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან /და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან /და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების (შემდგომშიდაწესებულება ) პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების , ქცევისა და ეთიკის ნორმების მიზანია როგორც საჯარო , ისე კერძო დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების , ქცევისა და ეთიკის ნორმების განსაზღვრა , დაწესებულების მიერ ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად .

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა , რაც ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებსაქართველოს კანონში (შემდგომშიკანონი ).

2. ამ დოკუმენტის მიზნებისთვის , ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად :

) პერსონალიდაწესებულების ადამიანური რესურსი ; ყველა ის პირი , რომელიც დაწესებულებისთვის ასრულებს სამუშაოს , დაწესებულებასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ;

) საგანმანათლებლო პროგრამასასწავლო პროცესის , გარემოს , ჩართული მხარეების და მათ შორის ურთიერთკავშირის ერთობლიობა ;

) თემიერთ ტერიტორიაზე დასახლებულ ადამიანთა ერთობა , რომელთაც საერთო ინტერესები და იდენტიფიკაცია გააჩნიათ .

მუხლი 3. გავრცელების სფერო და რეგულირების საგანი

1. წინამდებარე დოკუმენტი ვრცელდება როგორც საჯარო , ისე კერძო დაწესებულების პერსონალზე და ადგენს პერსონალის სამსახურებრივ ინსტრუქციებს , ქცევისა და ეთიკის ნორმებს .

2. დაწესებულებას უფლება აქვს, განავრცოს ან დააკონკრეტოს ამ დოკუმენტში მოცემული ცალკეული რეგულაცია , შექმნას ინდივიდუალური ეთიკის კოდექსი , სამსახურებრივი ინსტრუქციები , რაც უნდა ეფუძნებოდეს და არ ეწინააღმდეგებოდეს წინამდებარე დოკუმენტისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს .

თავი II

პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები

მუხლი 4. პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები

1. პერსონალი , საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას , არის დამოუკიდებელი , მიუკერძოებელი და სამართლიანი .

2. პერსონალი კეთილსინდისიერად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს , იცავს კანონის , მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და დაწესებულების შინაგანაწესს .

3. პერსონალი იცავს კონფიდენციალობას როგორც კოლეგებთან , ისე საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულ ბავშვებთან და მათ ოჯახებთან მიმართებაში .

4. პერსონალი თავისუფალია საკუთარი რელიგიური , მსოფლმხედველობრივი , პოლიტიკური შეხედულებების არჩევანში . ამავე დროს , პერსონალი არ განიხილავს და განსჯის ერთმანეთის ან სხვათა ოჯახურ , რელიგიურ , პოლიტიკურ და სხვა საკითხებს და არ ცდილობს ამ მიმართულებით გავლენა მოახდინოს სხვებზე .

5. პერსონალი აღიარებს და პატივს სცემს სხვადასხვა ნიშნით განხვავებულობას და საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას ხელს უწყობს სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლას .

6. პერსონალი ქმნის არაძალადობრივ გარემოს როგორც ბავშვისთვის , ასევე ოჯახისთვის და დაწესებულების ყველა თანამშრომლისთვის ; ძალადობის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად .

7. პერსონალი არის პუნქტუალური , დროულად ცხადდება სამუშაო ადგილზე , დათქმულ დროში ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს .

8. პერსონალი უფრთხილდება დაწესებულების მატერიალურ რესურსს , დაზიანების შემთხვევაში , შესაძლებლობის ფარგლებში , ზრუნავს შეკეთებაზე ან მიმართავს დაწესებულების პასუხისმგებელ სუბიექტს .

9. პერსონალი მატერიალური რესურსის გამოყენებისას იცავს უსაფრთხოების ნორმებს .

10. პერსონალი არ ცხადდება დაწესებულებაში , როდესაც არის ავად გადამდები ინფექციური დაავადებით , ან დაავადებით , რომელიც ხელს შეუშლის უფლებამოსილებების განხორციელებაში , რის თაობაზეც დაწესებულებას აფრთხილებს წინასწარ , ხოლო გამოცხადების შემდეგ წარადგენს შესაბამის ცნობას .

11. პერსონალი , სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში , სარგებლობს დაწესებულების ინფორმაციულ -საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით , რა დროსაც იყენებს მხოლოდ საკუთარ (მომხმარებლის ) სახელს და პაროლს .

12. პერსონალი უფრთხილდება დაწესებულების ელექტრონულ ინფორმაციას , არ იყენებს დაწესებულების ინფორმაციულ -ტექნოლოგიურ მოწყობილობებს პირადი მიზნებისთვის , არ ჩამოტვირთავს /უყურებს ძალადობისა და უხამსობის ამსახველ ვიდეო /ფოტომასალას .

13. პერსონალი არ იყენებს დაწესებულების ადამიანურ და მატერიალურ რესურსს პირადი მიზნებისთვის .

14. პერსონალი სამუშაო საათებში თავს იკავებს მობილური ტელეფონის გამოყენებისგან (გარდა სამსახურებრივი საჭიროებისა და საგანგებო მდგომარეობისა ), დაწესებულების ტელეფონს იყენებს მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის .

15. პერსონალი საქმიანობს სუფთა , კომფორტულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელში , რომელიც არ უშლის ხელს საკუთარი უფლებამოსილებების გახორციელებაში .

16. პერსონალი ადვოკატირებას უწევს ბავშვის , საკუთარი და დაწესებულების საჭიროებების მოგვარებას .

17. პერსონალი ყველა შესაძლო გზით ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე .

18. პერსონალი არ მოიხმარს ალკოჰოლს და თამბაქოს დაწესებულების ტერიტორიაზე , ასევე არ ცხადდება დაწესებულებაში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ .

19. პერსონალი უფრთხილდება საკუთარ და დაწესებულების საქმიან რეპუტაციას და არ იყენებს საკუთარ სამსახურებრივ სტატუსს პირადი მიზნებისთვის .

თავი III

პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები

მუხლი 5. პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები თითოეულ ბავშვთან ურთიერთობის დროს

1. პერსონალი საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით . პერსონალი აღიარებს ბავშვს , როგორც საგანმანათლებლო პროცესის აქტიურ მონაწილეს და ითვალისწინებს მის პერსპექტივას .

2. პერსონალი აღიარებს და პატივს სცემს ბავშვის ინდივიდუალურობასა და განსხვავებულობას .

3. პერსონალი ზრუნავს ჯგუფისა და დაწესებულების მიმართ ბავშვის მიკუთვნებულობის განცდაზე .

4. პერსონალი ქმნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცულ , ინკლუზიურ გარემოს , სადაც ყველა ბავშვს აქვს განვითარების შესაძლებლობა , განურჩევლად ფიზიკური , შემეცნებითი , სენსორული , სოციალური , ემოციური , ლინგვისტური , ეთნიკური , რასობრივი , რელიგიური , გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა .

5. პერსონალი ზრუნავს თითოეული ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე .

6. პერსონალი ურთიერთობს ბავშვთან , როგორც თანასწორთან და უფლებების მქონე სუბიექტთან .

7. პერსონალი აცნობიერებს თამაშის მნიშვნელობას ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისთვის .

8. პერსონალი ქმნის გარემოს , სადაც ყველა ბავშვს აქვს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა .

9.პერსონალი უზრუნველყოფს ბავშვის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას , მათ შორის პირადი მაგალითით .

10.პერსონალი ითვალისწინებს ბავშვისა და ოჯახის მჭიდრო კავშირების მნიშვნელობას , იყენებს ამ კავშირებს და ბავშვის შესახებ ოჯახის ცოდნას ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად .

11.პერსონალი ბავშვთან დაკავშირებული ინფორმაციის , ფოტო /ვიდეო მასალის ან ნამუშევრის გაზიარების შემთხვევაში (განსაკუთრებით ინტერნეტ -სივრცეში ) მოიპოვებს ბავშვისა და მშობლის თანხმობას და მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით .

12.დაწესებულების ფარგლებში დაგეგმილ კვლევებში ბავშვის მონაწილეობისას მოქმედებს მისი საუკეთესო ინტერესის დაცვით .

13. პერსონალი ინარჩუნებს სიმშვიდეს კრიტიკულ სიტუაციებში და ახორციელებს სიტუაციის ადეკვატურ ქმედებებს .

14. პერსონალი იყენებს პოზიტიური დისციპლინის სტრატეგიებს .

15. პერსონალი თანაბარ ყურადღებას უთმობს ყველა ბავშვს , განურჩევლად ფიზიკური , შემეცნებითი , სენსორული , სოციალური , ემოციური , ლინგვისტური , ეთნიკური , რასობრივი , რელიგიური , გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა .

16. პერსონალი არ ახვევს საკუთარ რელიგიურ , პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს ბავშვს და არ უშვებს ამ ტიპის ქმედებას სხვების მხრიდან .

მუხლი 6. პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები თითოეული ბავშვის ოჯახთან ურთიერთობის დროს

1. პერსონალი ამყარებს პოზიტიურ , ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას ბავშვის ოჯახთან , ხელს უწყობს მშობელთა ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში .

2. პერსონალი პატივს სცემს ბავშვის ოჯახის წევრებს , განურჩევლად მათი გენდერული , კულტურული , სოციალური , ეთნიკური , რელიგიური თუ სხვა ნიშნით განსხვავებულობისა .

3. პერსონალი უზიარებს მშობლებს ინფორმაციას როგორც დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის , ისე ბავშვის განვითარების შესახებ .

4. პერსონალი ზრუნავს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საკითხებთან დაკავშირებით მშობელთა ცნობიერების ამაღლებაზე .

5. პერსონალი აღიარებს მშობლის უნიკალურ როლს ბავშვის განვითარებაში , პატივს სცემს მის უფლებას ბავშვთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დროს , ამავდროულად მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით .

6. პერსონალი იცავს კონფიდენციალობას ბავშვის ოჯახთან დაკავშირებით , არ განიხილავს ბავშვის და მისი ოჯახის შესახებ ინფორმაციას კოლეგებთან ან სხვა მშობლებთან .

7. პერსონალი , ბავშვის ოჯახის წევრებს შორის უთანხმოების შემთხვევაში , არ არის მიკერძოებული და თანაბრად ურთიერთობს ოჯახის თითოეულ წევრთან .

8. პერსონალი არ შედის ფამილარულ ურთიერთობებში ბავშვის ოჯახის წევრებთან და თავს არიდებს მათთან კონფლიქტურ ურთიერთობას .

9. პერსონალი , სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას , ბავშვისგან ან მისი ოჯახისგან არ იღებს ფულს ან ფასიან საჩუქარს (გარდა ყვავილებისა ).

10. პერსონალი არ ახვევს საკუთარ რელიგიურ , პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს ბავშვის ოჯახის წევრებს და არ უშვებს ამ ტიპის ქმედებას სხვათა მხრიდან .

მუხლი 7. პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები თანამშრომლებთან ურთიერთობის დროს

1. პერსონალს აქვს პოზიტიური , პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთთანამშრომლობა .

2. პერსონალი მუშაობს გუნდურად , მხარს უჭერს თითოეული თანამშრომლის პოზიტიურ ინიციატივებს , ქმნის ჯანსაღ სამუშაო გარემოს .

3. პერსონალი მხარს უჭერს თითოეულ თანამშრომელს პროფესიულ განვითარებაში .

4. პერსონალი ამჟღავნებს პროფესიულ სოლიდარობას და კოლეგიალობას .

5. პერსონალი მხარს უჭერს თანამშრომლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ცოდნის , გამოცდილების , იდეებისა და საგანმანათლებლო რესურსის გაზიარების გზით .

6. პერსონალი თავს არიდებს კონფლიქტებს და ორიენტირებულია დაწესებულებაში წამოჭრილი პრობლემის გადაწყვეტაზე .

7. პერსონალი მხარს უჭერს თანამშრომლებს ამ დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებაში და მისი კომპეტენციის ფარგლებში მიმართავს შესაბამის ზომებს , არაეთიკური ქმედების აღმოსაფხვრელად .

8. პერსონალი აღიარებს და პატივს სცემს თითოეული თანამშრომლის ინდივიდუალობას და პროფესიული გამოცდილების მრავალფეროვნებას .

9. პერსონალი თავს არიდებს თანამშრომლის საქმიანობაში უხეშ ჩარევას , არ იძლევა იმპერატიულ (ბრძანებით ) მითითებებს თანამშრომლის მისამართით .

10. პერსონალი პატივს სცემს განსხვავებულ მოსაზრებას და კონსტრუქციული დიალოგის გზით ცდილობს კონსენსუსის (თანხმობის ) მიღწევას .

11. პერსონალი აღკვეთს ისეთ ქმედებას , რომელიც დაამცირებს , შეურაცხყოფს თანამშრომელს , ან ხელს შეუშლის მას უფლებამოსილების განხორციელებაში ;

12. პერსონალი არ ახვევს საკუთარ რელიგიურ , პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს თანამშრომლებს და არ უშვებს ამ ტიპის ქმედებას სხვათა მხრიდან .

მუხლი 8. პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები თემთან ურთიერთობის დროს

1. პერსონალი ფლობს ინფორმაციას თემში არსებული სხვადასხვა სახის რესურსის შესახებ (სხვადასხვა ტიპის დაწესებულება , სპეციალისტი და . .) და იყენებს დაწესებულების სასარგებლოდ .

2. პერსონალი აცნობიერებს პასუხისმგებლობას თემის წინაშე და უზრუნველყოფს ხარისხიანი საგანმანათლებლო პროგრამის მიწოდებას .

3. პერსონალი , ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით , თანამშრომლობს სხვა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებთან , ასევე , სხვა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან .

4. პერსონალი ხელს უწყობს სტუდენტთა , მკვლევართა , დარგის სპეციალისტთა მოხალისეობრივ , კვლევით საქმიანობას ისე , რომ არ ფერხდება საგანმანათლებლო პროცესი და დაცულია ბავშვის საუკეთესო ინტერესი .

5. პერსონალი , საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში , ზრუნავს თემსა და გარემოზე (არ აყენებს მას ზიანს , არ აბინძურებს და სხვა ).

თავი IV

პასუხისმგებლობა

მუხლი 9. პასუხისმგებლობა

პერსონალის მიერ ამ დოკუმენტით დადგენილი სამსახურებრივი ინსტრუქციების , ქცევისა და ეთიკის ნორმების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობისა და პერსონალთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად .