„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქმიანობისა და მასთან თანამშრომლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №1062 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 59
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.034.016750
59
21/05/2018
ვებგვერდი, 22/05/2018
010340000.22.034.016750
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქმიანობისა და მასთან თანამშრომლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №1062 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №59

2018 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქმიანობისა და მასთან თანამშრომლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №1062 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის,  „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქმიანობისა და მასთან თანამშრომლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №1062 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2014,  სარეგისტრაციო კოდი: 010340000.22.034.016403) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქმიანობისა და თანამშრომლობის წესის დამტკიცების შესახებ“.

2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქმიანობისა და თანამშრომლობის თანდართული წესი.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქმიანობისა და თანამშრომლობის წესი“.

4. ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) (შემდგომში მთავარი სამმართველო) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს (შემდგომში – ბიურო) საქმიანობისა და მასთან თანამშრომლობის წესი (შემდგომში – წესი) ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის – ინტერპოლის (შემდგომში – ინტერპოლი) კონსტიტუციას (წესდება), სხვა ნორმატიულ აქტებსა და რეკომენდაციებს, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.“.

5. მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მთავარი სამმართველოს  უფროსს, მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილეს, ან მოადგილის არყოფნისას ბიუროს უფროსს.;“.

6. 32-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ინფორმაციის ინტერპოლის საინფორმაციო ქსელით – I-24/7-ით გასაგზავნად აუცილებელია მთავარი სამმართველოს  უფროსის, მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილის ნებართვა, ხოლო მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, ბიუროს უფროსის ნებართვა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია