დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის #4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.153.016445 |
|
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 010250050.35.153.016376, 22/11/2017), კერძოდ:
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „3. მერის წარმომადგენლები უფლებამოსილებას ახორციელებენ შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: ა) ქალაქ მცხეთის ადმინისტრაციული ერთეული: ქალაქი მცხეთა, სოფ. კარსანი, სოფ. მუხათგვერდი, დაბა ზაჰესი ( მცხეთის მუნიციპალიტეტში შემავალი ტერიტორია); ბ) ქსნის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ქსანი; გ) ციხისძირის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ციხისძირი; დ) წეროვნის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. წეროვანი, ჩარდახი, სოფ. გოროვანი, სოფ. სხალტბა; ე) ქსოვრისის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ქსოვრისი, სოფ. ვარდისუბანი; ვ) ვაზიანის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ვაზიანი; ზ) მუხრანის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. მუხრანი, სოფ. პატარა ქანდა; თ) ძალისის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ძალისი; ი) წილკნის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. წილკანი; სოფ. ერედა; კ) მისაქციელის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. მისაქციელი; ლ) აღდგომლიანთკარის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. აღდგომლიანთკარი, სოფ. ფრეზეთი, სოფ. უფურეთი, სოფ. ახალდაბა; მ) საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. საგურამო, სოფ. ახალსოფელი, სოფ. შანკევანი, სოფ. წიწამური, სოფ. არაშენდა; ნ) გალავანის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. გალავანი, სოფ. წინამძღვრიანთკარი, სოფ. ზაქარო; ო) ცხვარიჭამიის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ცხვარიჭამია, სოფ. თეზამი, სოფ. კევლიანი, სოფ. მშრალხევი, სოფ. ლელუბანი, სოფ. მამკოდა; პ) ძეგვის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ძეგვი, სოფ. სათოვლე (ნაბაღრები), სოფ. ხეკორძი; ჟ) ლისის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ლისი, სოფ. წოდორეთი, სოფ. ბევრეთი, სოფ. ტაბარუკი, სოფ. ლელობი, სოფ. ძალაანთხევი, სოფ. მსხალდიდი, სოფ. მუხათწყარო, სოფ. ნაფეტვრები, სოფ. ნახშირგორა; რ) ნიჩბისის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ქვემო ნიჩბისი, სოფ. ახალი ნიჩბისი, სოფ. ზემო ნიჩბისი, სოფ. სასხორი; ს) ნატახტრის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ ნატახტარი, სოფ. ახალუბანი; ტ) ნავდარაანთკარის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ნავდარაანთკარი, სოფ. კოტორაანთკარი, სოფ. ჭილაანთკარი, სოფ. ბურიანი; უ) ჯიღაურის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ჯიღაურა, სოფ. ბიწმენდი; ფ) ნავაზის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ნავაზი; ქ) ძველი ქანდის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ძველი ქანდა.’’.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები