„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 10156
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 30/04/2018
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2018
ძალაში შესვლის თარიღი 30/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016454
10156
30/04/2018
ვებგვერდი, 01/05/2018
000000000.00.00.016454
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №10156

2018 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის  №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების 22- ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:

„მუხლი 221. ბარათებისა და აღრიცხვის ფორმების წარმოება გადასახადის გადამხდელის დავალიანების „დროებით ამოუღებად დავალიანებად“ მიჩნევისას

1. გადასახადის გადამხდელის დავალიანება „დროებით ამოუღებად დავალიანებად“ მიიჩნევა, თუ აკმაყოფილებს „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 381 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს.

2. საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) დავალიანების „დროებით ამოუღებად დავალიანებად მიჩნევის თაობაზე“.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ბრძანება არის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი ოპერაციის წარმოების საფუძველი.

4. ბრძანება გამოიცემა ელექტრონულად და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერისთანავე ავტომატურად გენერირდება გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურით არ იცვლება გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესი.

6. საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დავალიანების „დროებით ამოუღებად დავალიანებად მიჩნევის თაობაზე“ არ წარმოადგენს დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების საფუძველს.

7. საგადასახადო ორგანოს მიერ დავალიანების „დროებით ამოუღებად დავალიანებად მიჩნევის თაობაზე“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება გამოიცემა ელექტრონულად და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერისთანავე ავტომატურად გენერირდება გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

შემოსავლების სამსახურის უფროსი                                                               გიორგი თაბუაშვილი