„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10174
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 30/04/2018
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2018
ძალაში შესვლის თარიღი 30/04/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016453
10174
30/04/2018
ვებგვერდი, 01/05/2018
000000000.00.00.016453
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება № 10174

2018 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1):

ა) პირველი მუხლის 123 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 124 პუნქტი:

„124. იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განმახორციელებელი, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი:

ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას საბაჟო გამშვებ პუნქტში არ წარადგენს შესაბამის ნებართვას/ავტორიზაციას, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი გადასცემს „შეტყობინებას ნაკლოვანების აღმოფხვრის ვალდებულაბაზე“ (დანართი №I–05) და განუსაზღვრავს ნაკლოვანებათა აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის ან შემოსვლის ქვეყანაში უკან დაბრუნების) 6 სამუშაო დღის ვადას;

ბ) ორმხრივი ან/და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განხორციელებისას, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში არ წარადგენს შესაბამის ნებართვას/ავტორიზაციას, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი გადასცემს „შეტყობინებას ნაკლოვანების აღმოფხვრის ვალდებულაბაზე“ (დანართი №I–05) და განუსაზღვრავს ნაკლოვანებათა აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის) 3 სამუშაო დღის ვადას;

გ) ტრანზიტული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვისას ახორციელებს თავდაპირველი ნებართვით/ავტორიზაციით გათვალისწინებულისაგან განსხვავებულ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასვლისას  საბაჟო გამშვებ პუნქტში ან/და გაფორმების ორგანოში არ წარადგენს შესაბამის ნებართვას/ავტორიზაციას, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი გადასცემს „შეტყობინებას ნაკლოვანების აღმოფხვრის ვალდებულაბაზე“ (დანართი №I–05) და განუსაზღვრავს ნაკლოვანებათა აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის) 3 სამუშაო დღის ვადას.“;

ბ) დანართი №I–04-ის შემდეგ დაემატოს დანართი №I–05 თანდართული რედაქციით;

გ) მე-15 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. დათვალიერებისას საგადასახადო ორგანოს თანამშრომელს უფლება აქვს:

ა) მოსთხოვოს დეკლარანტს საქონლის და სატრანსპორტო საშუალების წარდგენა დათვალიერების ადგილზე და დახმარების აღმოჩენა (საქონლის ტრანსპორტირების, აწონვის, საქონლის რაოდენობის განსაზღვრის, გადმოტვირთვა-დატვირთვის, გადატვირთვის, შეფუთვების გახსნისა ან ხელმეორედ შეფუთვის უზრუნველყოფა, ასევე შენობების, საცავების და სხვა ადგილების გახსნა, სადაც შესაძლებელია იმყოფებოდეს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალებები);

ბ) მიიღოს ინფორმაცია დათვალიერებაში მონაწილე პირთაგან;

გ) ამ ბრძანებით დადგენილი წესით, საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის თანხმობით გაზარდოს დათვალიერების მოცულობა და/ან გამოიყენოს დათვალიერების უფრო დეტალური ფორმა;

დ) კანონმდებლობის შესაბამისად მოიწვიოს ექსპერტები და სპეციალისტები;

ე) აიღოს საქონლის სინჯი და/ან ნიმუში.

5. დათვალიერებისას საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი ვალდებულია:

ა) არ მიაყენოს არამართლზომიერი ზიანი საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებს;

ბ) დაიცვას დეკლარანტისა და დათვალიერებაში მონაწილე სხვა პირთა უფლებები;

გ) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების სკანირებისას:

გ.ა) სკანირების მეშვეობით მიღებული სურათი დადგენილი წესით ასახოს მოწმობის ელექტრონულ ბაზაში, ხოლო როცა მოწმობა არ ივსება – შეინახოს დოკუმენტების შენახვისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადით;

გ.ბ) თუ სკანირების მეშვეობით მიღებული სურათი შეიცავს მონაცემებს სამართალდარღვევის ნიშნების თაობაზე, რეაგირებისთვის გადასცეს საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს;

დ) განახორციელოს დათვალიერება გონივრულ ვადაში, დასათვალიერებელი ობიექტის, საქონლის სახეობის, რაოდენობის, დათვალიერების მოცულობისა და სხვა პირობების გათვალისწინებით;

ე) სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენისას, დათვალიერების შედეგები ელექტრონულად ასახოს საბაჟო დეკლარაციის ინსპექტირების აქტში ან დათვალიერების აქტში და შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი;

ვ) დანაშაულის ნიშნების აღმოჩენისას, დათვალიერების შედეგები ელექტრონულად ასახოს დათვალიერების აქტში. იმ შემთხვევაში, თუ დანაშაულის ნიშნები აღმოჩენილია დეკლარაციის შემოწმებისას – აგრეთვე ინსპექტირების აქტში.“;

 ე) 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 11 პუნქტი:

„11. საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის აღების ფაქტი უნდა აისახოს „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტშიც“, ასევე მითითებული უნდა იყოს, თუ საქონლის რომელი შეკვრიდან (ყუთი, ფუთა და სხვ.) და რა რაოდენობით განხორციელდა სინჯის ან/და ნიმუშის აღება.“;

 ვ) 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 23. დათვალიერების აქტი

1. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგები ფორმდება „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტით“ (დანართი  №III–011), გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:

ა) დათვალიერება ხორციელდება სკანერის მეშვეობით;

ბ) დათვალიერების შედეგად სამართალდარღვევის ნიშნები არ იქნა გამოვლენილი;

გ) დათვალიერების შედეგები აისახება საბაჟო დეკლარაციის ინსპექტირების აქტში (გარდა დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევისა) ან „თამბაქოს ნაწარმის დათვალიერების აქტში“.

2. მხოლოდ სკანირების შედეგები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დათვალიერების აქტის ან/და სამართალდარღვევის ოქმის შესადგენად.

3. „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტს“ ადგენს საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი, რომელიც მონაწილეობს დათვალიერებაში.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც დათვალიერებას ესწრებიან ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები, აღნიშნულის თაობაზე მიეთითება „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტში“, ისინიც აწერენ ხელს და შესაბამისად გადაეცემათ აქტის თითო ეგზემპლარი (ასლი).

5. აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის დათვალიერების შედეგები ფორმდება „თამბაქოს ნაწარმის დათვალიერების აქტით“ (დანართი  №III–01).“;

 ზ) 24-ე მუხლის:

ზ.ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დამალული საქონლის მგზავრის მიერ ნებაყოფლობით გადაცემის ან/და დათვალიერების შედეგად ასეთი საქონლის აღმოჩენის შესახებ დგება „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი“ (დანართი №III–02) და სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.“;

ზ.ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი“ დგება ორ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი რჩება შემდგენელთან, ხოლო მეორე გადაეცემა მგზავრს. თუ დათვალიერებას ესწრებიან სახელმწიფო საზღვარზე კონტროლის განმახორციელებელი სხვა სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლები, ოქმში შეიტანება მათი მონაცემებიც, რაც დასტურდება მათი ხელმოწერით და გადაეცემათ ოქმის ასლი. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ოქმის ასლი საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მასალებთან და ნივთმტკიცებულებებთან ერთად გადაეცემა შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.“;

 თ) 25-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერებისას სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, არსებული ნივთმტკიცებულებები უნდა შეიფუთოს, დაილუქოს და დათვალიერების შედეგები გაფორმდეს „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმით“ (დანართი №III–02) ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება შემდგენელთან, ხოლო მეორე გადაეცემა მგზავრს. აღნიშნული ოქმის ასლი აღმოჩენილ ნივთმტკიცებულებებთან ერთად გადაეცემა შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.“;

 ი) დანართი №III–01-ის შემდეგ დაემატოს დანართი №III–011 თანდართული რედაქციით;

 კ) დანართი №III–02 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

 ლ) დანართი №III–03 ამოღებულ იქნეს;

 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

შემოსავლების სამსახურის უფროსი                                                  გ. თაბუაშვილი