წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.104.016371
19
27/04/2018
ვებგვერდი, 03/05/2018
010250050.35.104.016371
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2018 წლის 27 აპრილი

ქ. წალენჯიხა

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 შეტანილ იქნეს ცვლილება:
ა) „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №10 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge 09/03/2018, სარეგ.კოდი 010140030.35.104.016362) და მისი პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის „ე.გ“ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“;

ბ) „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და  საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 30 სექტემბრის №44 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 06/10/2014, სარეგ. კოდი 010250050.35.104.016190);

ბ.ა) დადგენილებიდან ამოღებულ იქნეს:  მე-3 მუხლი და დანართი №3,  დანართი №1-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, იმავე მუხლის მე-3  და მე-5 პუნქტები, დანართი №1-ის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი;

ბ.ბ) №1 დანართის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტით განსაზღვრული პირი.“;

ბ.გ) დანართი №1-ის  მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია

ვებგვერდზე სავალდებულოა გამოქვეყნდეს  ამ დადგენილების N4 დანართით გათვალისწინებული ინფორმაცია.“.

გ) დანართი №2-ის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის თაობაზე განცხადებას, ფიზიკური პირების შემთხვევაში, უნდა დაერთოს განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად იურიდიული პირის წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №4-ის ცხრილის 1.2 გრაფაში-ინფორმაციის დასახელება-ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დაწესებულების და მათი სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება/წესდება, შინაგანაწესი)“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია