დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/05/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.167.016396 |
|
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/02/15, 200230000.35.167.016198). |
| მუხლი 2 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
1. მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი;“. 2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით: „მუხლი 4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, დაადგინოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემასთან დაკავშირებით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ წესით გათვალისწინებულის გარდა, დამატებითი წესები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება და გამომდინარეობს მათგან.“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები