„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 სექტემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016391
41
27/04/2018
ვებგვერდი, 04/05/2018
010250050.35.167.016391
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 სექტემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41

2018 წლის 27 აპრილი

ქ. ლაგოდეხი

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 სექტემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ“   ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 სექტემბრის №41 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/09/15, 010250050.35.167.016229).
მუხლი 2
1. დადგენილების პირველი მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.“.

2. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმა, დანართი №3-ის შესაბამისად.“.

3.  დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი

მუხლი 1

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერისა და ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი (შემდგომში – წესი)არეგულირებს მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობის საკითხებს.

მუხლი 2

მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და წარუდგინონ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.

მუხლი 3

მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან საჯარო შეხვედრის შესახებ ცნობა გამოაქვეყნონ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.lagodekhi.org.ge) ან სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, 7 დღით ადრე მაინც.

მუხლი 4

საჯარო შეხვედრაზე ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით, ასევე შესაძლებელია საკრებულოს მიერ დამტკიცებული სპეციალური ფორმის მიხედვით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება და მედიის წარმომადგენლების მოწვევა.

მუხლი 5

საჯარო შეხვედრაზე ანგარიშის მოსმენის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

მუხლი 6

მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

მუხლი 7

საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში, რასაც ურთიერთშეთანხმებით უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი ან მერიის ადმინისტრაციული სამსახური.

მუხლი 8

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს გამართულ საჯარო ანგარიშების განხილვას.

მუხლი 9

საჯარო შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა.

მუხლი 10

მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება საჯაროდ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.lagodekhi.gov.ge), კანონით დადგენილ ვადაში.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №3

ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმა

მუნიციპალიტეტის მერი ____________________________________

 საანგარიშო პერიოდი - 20___ წლის ____ - დან  20 ___ წლის _________მდე.

ანგარიშის ტიპი (რიგითი, რიგგარეშე) _________________________________

I. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა

1. მუნიციპალიტეტის მერმა მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში---------------------------------------------------------------------------------------------------

2. მუნიციპალიტეტის მერმა მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში განახორციელა შემდეგი საქმიანობა:---------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------

3. მუნიციპალიტეტის მერმა საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის სფეროში----------------------------------------------------------------------------------------------------------

4.მუნიციპალიტეტის მერმა მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში-----------------------------------------------------------------------------------------------------

5. მუნიციპალიტეტის მერმა აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში განახორციელა შემდეგი საქმიანობა--------------------------------------------------------------------------------------------

6. მუნიციპალიტეტის მერის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ინფრატსრუქტურული პროექტები--------------------------------------------------------------------------------------------

7. მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერის  მიერ ინიციირებული საკითხები ------------------------------------------------------------------------------------------------------------

ინიციირებული საკითხებიდან მიღებულ იქნა----- დადგენილება,---- განკარგულება

8.მუნიციპალიტეტის მერის მიერ საანგარიშო პერიოდში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რაოდენობა ----------------------------------- -------------------

9.მუნიციპალიტეტის მერის მიერ საანგარიშო პერიოდში დადებული ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების რაოდენობა----------------------------------------------------------------------------------------------------

10.მოქალაქეებთან შეხვედრების რაოდენობა ---------- --- და შეხვედრებზე მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობა ----------

11. მოქალაქეთა პრობლემებზე მერის მიერ რეაგირების ფორმები (მათ შორის, დადებითად გადაწყვეტილი საკითხები)-------------------------------------------------------------------------------------------------------

II. მუნიციპალიტეტის მერის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სხვა საქმიანობა--------------------------------------------------------------------------------------------------------

შევსების თარიღი ---------------------------

წარდგენის თარიღი --------------------------

ხელის მოწერა -------------------------„ .

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ღამბაშიძე