დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.167.016389 |
|
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 დეკემბრის №37 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/01/17, 010250020.35.167.016287). |
| მუხლი 2 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური.“. 2.მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით: „1. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს (მერიის) მიერ ვებგვერდზე განსათავსებელ ყველა ინფორმაციის განთავსებასა და ადმინისტრირებას ახდენს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც მერის ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) დაევალება შესაბამისი პასუხისმგებლობა (მერიის ვებგვერდის ადმინისტრატორის მოვალეობა).“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები, საწარმოები და ორგანიზაციები მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს აწვდიან ვებგვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით, მიწოდებული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებასა და რედაქტირებას განახორციელებს ვებგვერდის მერიის ადმინისტრატორი/ რედაქტორი.“. 3. მე-5 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მერია და მერი;“; ბ) მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია;“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები