დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობებიან აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის და მონაწილის ბილეთის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.167.016387 |
|
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობებიან აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის და მონაწილის ბილეთის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობებიან აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის და მონაწილის ბილეთის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 იანვრის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/01/16, 010250000.35.167.016259). |
| მუხლი 2 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართი 3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 3
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (მცირე სახელმწიფო გერბი)
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა
№_______
ეძლევა_________________________________________________________________________________ (მესაკუთრე და მისი მისამართი)
მასზე, რომ მას გადაეცა საკუთრებაში __________________________________________________ (ქონების დასახელება და მისამართი)
მიწის ფართობი______________________________________________________________________ (კვ.მ)
მიწათსარგებლობის საფუძველი________________________________________________________
აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის თარიღი______________ №______________
მოწმობა შედგენილია 4 თანაბარ იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ორი გადაეცემა ______________________________________________________________________________________,
რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ხოლო ერთი ეგზემპლარი ინახება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში. მოწმობა ძალაშია ხელშეკრულებასთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
გაცემულია 20___ წლის „_____“ „_________________________“
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი:__________________ ____________________“. (ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები