„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 11 თებერვლის №109 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 224
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016328
224
27/04/2018
ვებგვერდი, 02/05/2018
010250020.35.157.016328
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 11 თებერვლის №109 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
 
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №224

2018 წლის 27 აპრილი

ქ. თეთრიწყარო

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 11 თებერვლის №109 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 156-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7  პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი იქნეს  ცვლილება   „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 11 თებერვლის №109 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/02/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.157.016213) და დადგენილებით  დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის“    პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან  დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებელი  ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 540 (ხუთას ორმოცი) ლარით ყოველთვიურად.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე