„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.169.016396
46
27/04/2018
ვებგვერდი, 03/05/2018
010250040.35.169.016396
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №46

2018 წლის 27 აპრილი

ქ. დედოფლისწყარო

 

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს №43 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 20/08/2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.169.016179)   დამტკიცებულ  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება. უზრუნველყოს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ  ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება;“.

2. დებულების მე-6 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „ლ“ ქვეპუნქტი.

3. დებულების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი

აპარატის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი