დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 197 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.020512 |
|
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში (სსმ, 29, 25/02/2008) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულებაში (შემდგომში – დებულება):
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირების ინტეგრაციის უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო უწყებების ჩართულობით;“. 2. მე-2 მუხლის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნების ორგანიზება და ხელშეწყობა, რეინტეგრაციის ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება, სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნის ხელშეწყობა;“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირების უფლებების დაცვა, კომპეტენციის ფარგლებში;“; გ) „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) დევნილთა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა და დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნების მიმართულებით აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; პ) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან ერთად საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა, დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებების დასაცავად, კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობა;“. 3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი: „უ) კანონმდებლობის შესაბამისად, წყვეტს სამინისტროს მოსამსახურეების წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების საკითხებს.“. 4. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა ინტეგრაციის მიზნით, პოლიტიკის შემუშავება, შესაბამისი უწყებების ჩართულობითა და, მათ შორის, კოორდინაციის უზრუნველყოფით, ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელება, ინტეგრაციის ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;“; ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) კანონმდებლობის შესაბამისად, რეპატრიაციის საკითხთა რეგულირება, რეპატრიანტთა ინტეგრაციის მიზნით პოლიტიკის შემუშავება შესაბამისი უწყებების ჩართულობითა და, მათ შორის, კოორდინაციის უზრუნველყოფით, ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელება, კანონმდებლობის საფუძველზე რეპატრიანტთა მონაცემთა ბაზის შექმნა და ადმინისტრირება;“; გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა რეინტეგრაციის მიზნით, პოლიტიკის შემუშავება შესაბამისი უწყებების ჩართულობითა და, მათ შორის, კოორდინაციის უზრუნველყოფა; რეინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელება;“; დ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;“. 5. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მიგრაციის, რეპატრიაციისა და ინტეგრაციის სამმართველო.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები