„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 თებერვლის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016314
47
27/04/2018
ვებგვერდი, 03/05/2018
010250050.35.125.016314
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 თებერვლის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
 
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №47

2018 წლის 27 აპრილი

ქ. ტყიბული

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 თებერვლის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 თებერვლის N29 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 05/03/2018 წ.; 010250050.35.125.016295) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება

საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე:

1. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას.

2. კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.

3. ამ დებულებიდან გამომდინარე ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.“.

2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. საბჭოს მდივნის უფლებამოსილება

საბჭოს მდივანი:

1. ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომებს;

2. პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტ შედგენაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე;

3.  საბჭოს წევრებს წარუდგენს განსახილველი საკითხების ნუსხას;

4. საბჭოს მიერ განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს ურიგებს საბჭოს წევრებს და უწევს კონტროლს დოკუმენტაციის შეგროვებასა და დამუშავებას;

5. აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო დოკუმენტაციას;

6. ახორციელებს საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ და მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

3. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) ზედიზედ 3-ჯერ სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენა;

გ) მის მიმართ საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადის გასვლა;

დ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად, გარდაცვლილად  გამოცხადება ან მხარდამჭერის მიმღებად ცნობა;

ე) პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტა ან მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება;

ვ) გარდაცვალება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენატალია კობახიძე