დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/05/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.125.016310 |
|
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 აგვისტოს №17 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 14/08/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.125.016238) დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. საბჭოს სტრუქტურა 1. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 9-ზე ნაკლები. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნის და სხვა წევრებისაგან. 2. საბჭოს თავმჯდომარეობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საბჭოს მდივანი და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული სხვა წევრები (მუნიციპალიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები). 4. საბჭოზე გასატან საკითხებს ამზადებს და დღის წესრიგის პროექტს ადგენს საბჭოს მდივანი, რომელიც თანამდებობრივად არის ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი – პროფესიული საჯარო მოხელე. 5. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 6. გენდერული თანასწორობის საბჭოში წევრთა 40%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს ერთი სქესის წარმომადგენელი. 7. საბჭოს სხდომაზე ცალკეული საკითხების განხილვისას საბჭოს თავმჯდომარის მიერ შეიძლება მოწვეულ იქნეს მერიის თანამდებობის პირები, შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სპეციალისტები.“ . |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები