დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 32 |
დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/04/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.122.016477 |
|
,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ა“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №55 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.122.016437, 29/12/2017) და აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 13 127,9 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 3200.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 8 739.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1 188.9 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 10 139.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 6 004.2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 6 104.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 100.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო – 3 015.9 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება – 3 015.9 ათასი ლარის ოდენობით.
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა – 0.0 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება – 3 015.9 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება – 0.0 ათასი ლარის ოდენობით.
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილების კლება – 0.0 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილების კლება – 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 90.74 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 170.0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 68.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 99.0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ და „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 3.0 ათასი ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები 2018 – 2021 წლებისათვის, პროგრამები და ქვეპროგრამები |
1. თავდაცვა და საგანგებო სიტუაციების მართვა – 108.9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 02 00)
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა ტრანსპორტირების ღონისძიებები. 1.1. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა – 108.9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 02 02) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა და რეზერვისტთა აღრიცხვა, წვევამდელთა შეკრება და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 7637.9 ლარი (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრული გამოყენება, ურბანული განვითარება და ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელ უბნებში ეზოების კეთილმოწყობა და საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა, პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა – 4767.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის მიზანია საავტომობილო გზებზე მგზავრთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა, რისთვისაც პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული გზების რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა, მათ შორის: ქალაქ წყალტუბოში კოლხეთის ქუჩის №6 და №10 ბინებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და ქალაქ წყალტუბოში დუმბაძის და ლერმონტოვის ქუჩის გზის ორმოული შეკეთება. ასევე განხორციელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შიდა გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდა და სტიქიისა შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრა. პროგრამის ფარგლებში მოხდება ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მოწყობა. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საავტომობილო გზებისა და ტროტუარების მოწყობის საგარანტიო თანხები. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფელ გვიშტიბში სიჩქარის შემანელებელი ბარიერებისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დანაგვიანების ამკრძალავი საგზაო ნიშნების მოწყობა. პროგრამის ფარგლებში მოხდება ქალაქ წყალტუბოში ჭავჭავაძის მე-3 ჩიხში 500 მეტრი გზის, ქალაქ წყალტუბოში თამარ მეფის ქუჩაზე №16 და №17 ბინებთან მისასვლელი გზის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში წმ. მატრონას სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი 1200 მ2 გზისა და ქალაქ წყალტუბოში აღმაშენებლისა და სამაკაშვილის ქუჩების შემაერთებელი 400 მ2 გზის ბეტონის საფარით რეაბილიტაცია. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. საყულიაში, ქ. წყალტუბოში მესხის, დედა ენის ქ. მე-4 შესახვევში, ნინოშვილის ქ. 1-ლ შესახვევში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების ქვიტირისა და მუხიანის შემაერთებელი გზის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალის პირველ და მეორე ჩიხებში გზების, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში (ქვაბას უბანი), წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში კობახიძის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე (წმ.გიორგის ეკლესიამდე), წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყალში (გორიკის უბანი), ქალაქ წყალტუბოში, ყაზბეგის ქუჩაზე სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ბეტონის საფარით. ასევე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ყუმისთავში, სოფელ წყალტუბოში იმერეთის ქუჩაზე, სოფელ პირველ წყალტუბოში მე-9 და მე-11 ქუჩების, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ასფალტ / ბეტონის საფარით. პროგრამის ფარგლებში მოხდება ქ. წყალტუბოში, 26 მაისის, წითლანაძის, შანიძის, დედაენის და ტაბიძის ქუჩების გზის სავალ ნაწილზე გამყოფი გაზონების, ბორდიურების და ტროტუარების მოწყობა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფ. ცხუნკურში საფეხმავლო ხიდის შეკეთება. 2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა – 1661.4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული ამხანაგობების თანადაფინანსება საცხოვრებელი კორპუსებისა და უბნების კეთილმოწყობისათვის, მაწანწალა ცხოველების იზოლირება, გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია-ექპლოატაცია და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავება. დაფინანსდება არსებული გარე განათების ქსელის შედეგად მოხმარებული ელ. ენერგიისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში მდებარე შადრევნების წყლის ხარჯის ანაზღაურება. 2.2.1. სანიაღვრე არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 41.8 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის ადმინისტრაციულ ერთეულში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთათვის სანიაღვრე არხისა და ცხაურების მოწყობა. ასევე მოხდება ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის პირველ ჩიხში მდებარე №1 ბინის გასწვრივ სანიაღვრე არხისა და სარინელის მოწყობა. 2.2.2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ღონისძიებები – 710.7 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად, ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ქალაქის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნარჩენების გატანა. დაფინანსდება აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათის საჭირო ხარჯები. 2.2.3. შენობების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა – 462.1 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებული ამხანაგობების თანადაფინანსება საცხოვრებელი კორპუსებისა და უბნების კეთილმოწყობისათვის, კერძოდ: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების და ფასადების რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია, ეზოების კეთილმოწყობა, საძირკვლების, სადარბაზოების შიდა რემონტი, გამნათებისა და ლიფტების რეაბილიტაცია და პანდუსების მოწყობა, დაზიანებული წყალკანალიზაციის კომუნიკაციების აღდგენა, პარაპეტებებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საგარანტიო თანხები, შემდეგ პროექტებზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულში, ფარცხანაყანებში, ქვიტირსა და რიონში საბავშვო ბაღის მშენებლობა. ასევე, სოფელ ჩუნეშში ნ. ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის სამუშაოები. ქალაქ წყალტუბოში №1 ბაგა-ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების ცენტრის ჩამოყალიბების მიზნით ოფისის შეკეთება, კეთილმოწყობა, ინვენტარისა და ტექნიკის შეძენა. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფელ თერნალში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ წყალტუბოში სანატორიუმ ,,მეტალურგის“ მიმდებარედ სკვერის მოწყობა. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საკონცერტო დარბაზ „ივერიის“ ელ.ენერგიის სიმძლავრის გაზრდა. 2.2.4. წყლის სისტემების რეაბილიტაცია-ექსპლოატაცია – 78.9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ცენტარალურ პარკში მდებარე შადრევნების წყლის ხარჯი. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მუხიანის ადმინისტრაციულ ერთეულში სადგურ ბროწეულას დასახლებაში წყალ-საკანალიზაციო საქაჩ სადგურში ელექტროძრავის შეკეთების მომსახურების დაფინანსება. ქვეპროგრამების ფარგლებში მოხდება სოფელ ბანოჯაში არსებული 50-ტონიანი სასმელი წყლის რეზერვუარის სათავო-ნაგებობის მოწესრიგება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში 22 ოჯახისათვის სასმელი წყლის ტუმბოს შეძენა-მოწყობა და ელ. გამანაწილებელ ქსელზე დაერთება და აღრიცხვის კვანძის მოწყობა, სოფელ გეგუთში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის შეკეთება და ტერიტორიის შემორაგვა, ქალაქ წყალტუბოში ბაზრის მიმდებარედ ავალიანის ქუჩის მონაკვეთზე საკანალიზაციო ქსელის მოწყობა. 2.2.5. გარე განათება – 353.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების ქსელის შედეგად მოხმარებული ელ. ენერგიის ღირებულება. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ქალაქ წყალტუბოში, გორგასლის ქუჩაზე და ტაბიძის I შესახვევში გარე განათების სისტემის მოწყობა. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქუთაისი-წყალტუბოს საავტომობილო გზის მიმდებარედ არსებული გარე განათების სისტემის რეაბილიტაცია და სიმძლავრის გაზრდა. 2.2.6. მაწანწალა ძაღლების იზოლირება – 15.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება მაწანწალა ცხოველების იზოლირება, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. 2.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები – 903.4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის“ დაფინანსება. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება სოფელ პატრიკეთსა და ტყაჩირში მგზავრთა მოსაცდელის მოწყობა. 2.4. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა – 29.4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. 2.5. საპროექტო დოკუმენტაცია და საექსპერტო მომსახურება – 74.1 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. 2.6. საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება- 202.2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 06) პროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება. 3. განათლება – 2050.3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით, დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 3.1. საბავშვო ბაღების გაერთიანების დაფინანსება – 2050.3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის მიზანია სკოლამდელი აღზრდის სისტემა გახდეს სკოლასა და შემდგომ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ინსტრუმენტი. ამისათვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საბავშვო ბაღების სრულფასოვანი ფუნქციონირებისათის აუცილებელი ხარჯები, რომელიც შექმნის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაზას და აღსაზრდელებისათვის სრულფასოვან გარემოს. პროგრამის ფარგლებში მოხდება სოფელ გვიშტიბისა და კოპიტნარის დასახლების საბავშვო ბაღების სრული რეაბილიტაციის დაფინანსება. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები – 1980.9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 00) ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა – 759.2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ა(ა)იპ „წყალტუბოს სპორტული კლუბების გაერთიანების“ ფინანსური მხარდაჭერა, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა. ასევე მოახდინონ ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება და სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების დაფინანსება. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების დაფინანსება, კერძოდ: წარმატებული სპორტსმენებისათვის ჯილდო, გივი თალაკვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი მძლეოსნობაში, სამოყვარულო ფეხბურთის ლიგა 2018, ტრანსპორტირება, ჯემალ ბერაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჭადრაკში, სპორტული სასკოლო ოლიმპიადა, საკალათბურთო კლუბ წყალტუბოსთვის სპორტული ინვენტარის შესყიდვა, შალვა ბზიკაძის ხსოვნის ტურნირი ძიუდოში (საერთაშორისო), მკლავჭიდი, გარბენი ქალაქის რკალზე, ნოდარ კოხრეიძის ხსოვნის ტურნირი, სამოყვარულო ტურნირი ნარდში, დავით აფხაძის ხსოვნის ტურნირი ბ/რომაულ ჭიდაობაში, ზურაბ ბადირეიშვილის ხსოვნის ტურნირი კალათბურთში, სულიკო ნიქაბაძის სახელობის ფეხბურთის ტურნირი, ზაურ ტეხოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფეხბურთის ტურნირი, როინ მეტრეველის ხსოვნის ტურნირი ხელბურთში (საერთაშორისო). პროგრამის ფარგლებში მოხდება ქალაქ წყალტუბოში ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ არსებული სათადარიგო სტადიონზე მაყურებელთა დასაჯდომი სკამების მოწყობა. პროგრამის ფარგლებში მოხდება სპორტული მოედნები მოწყობა-რეაბილიტაცია, მათ შორის, მინი სპორტული მოედნის მოწყობა ქალაქ წყალტუბოში ავალიანის ქუჩაზე, სოფელ მაღლაკში (მიწაწითელის უბანი), სოფელ ყუმისთავსა (სოფლის ცენტრში) და მეორე უბანში (გორისთავის უბანსა და სასოფლო კლუბის მიმდებარედ), ხოლო ქალაქ წყალტუბოში თამარ მეფის ქუჩასა და სოფელ ჟონეთში არსებული მინი სპორტული მოედნების რეაბილიტაცია . 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა – 975.3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02) კულტურული ტრადიციების დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ორგანიზაციების, კერძოდ, ა(ა)იპ „წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა“ და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრის“ დაფინანსება, სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა და ორგანიზება. 4.3. ახალგაზრდული და კულტურული პროგრამების დაფინანსება – 146.4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება: სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობა, საშობაო ღონისძიება, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულთა დაჯილდოება, მოწვევა, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ეტალონი, 9 აპრილი, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი თანამედროვე კლასიკური მუსიკის საღამო, მოხალისე, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, 2 მაისობა (გვირილობა), სახალხო ღონისძიება „ნიკოობა“, ბავშვთა საერთაშორისო დღე, სახალხო დღესასწაული ,,ოტიაობა“, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დღეები, რა? სად? როდის?, 8 აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებული ღონისძიებები, ფერების ფესტივალი, ფესტივალი ,,ART-გენი“, სოხუმის დაცემის დღე, შემოდგომის წყალტუბო, შშმ პირებისთვის საჩუქარი, საახალწლო ღონისძიება, საახალწლო საჩუქრები. 4.4. რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა- 100.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქუთაისის-გაენათის ეპარქიის სუბსიდირება. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა- 1254.7 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება – 68.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დაფინანსებას, რათა განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებები, კერძოდ:
5.2. სოციალური პროგრამები – 1186.7 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1. მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეჭირვებული მოქალაქეების კვებით უზრუნველყოფა – 160.1 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ დაფინანსება. 5.2.2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დღეგრძელ პირთა დახმარება- 3.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დღეგრძელ პირთა (100 და მეტი წლის ასაკის) მატერიალური დახმარება, თითოეულზე 1000 ლარის ოდენობით. 5.2.3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების მატერიალური წახალისება დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის – 80.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალიწინებულია დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მშობლები) ერთჯერადი ფულადი დახმარება: ა) მესამე შვილის შეძენისას – 500 ლარი, ბ) მეოთხე შვილის შეძენისას – 700 ლარი, გ) მეხუთე და მეტი შვილის შეძენისას – 1000 ლარი, დ) ერთი და მეტი ტყუპის შეძენისას – 500 ლარი; ე) სოციალურად დაუცველ ოჯახზე (სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-დან 65000-ი ქულის ჩათვლით რეგისტრირებულ), რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი შვილი გაიცეს ერთჯერადად 200 ლარი. ამ სოციალური პროგრამის ცალკეული ქვეპუნქტების ერთობლივად დადგომის შემთხვევაში თითოეული დახმარება გაიცემა ქვეპროგრამაში გათვალისწინებული შესაბამის მოცულობათა ერთობლიობით. ამ სოციალური პროგრამის ა, ბ, გ, დ პუნქტები ვრცელდება იმ ოჯახებზე, რომელთა შვილები დაიბადა 2017-2018 წლებში და არ აქვთ მიღებული ერთჯერადი დახმარება. 5.2.4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა სარიტუალო ხარჯები- 12.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა, ასევე უჭირისუფლო გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება, თითოეულზე 250 ლარის ოდენობით. 5.2.5. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება- 391.6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 05) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება განისაზღვრება შემდეგ კატეგორიებზე: ა) სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომლიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულია 65 000-დან 100 001-ის ქულის ჩათვლით და ღებულობს საარსებო შემწეობას განესაზღვროს დახმარება – 250 ლარი; ბ) დიდი სამამულო ომის მონაწილის დახმარება – 300 ლარი; გ) ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე პირის დახმარება – 200 ლარი; დ) დედ-მამით ობოლი ბავშვის დახმარება – 500 ლარი; ე) ცერებრალური დამბლით დაავადებული პირის დახმარება – 500 ლარი; ვ) ა(ა)იპ „სათნოების სახლის“ ბენეფიციარის დახმარება სააღდგომოდ 100 ლარი და საახალწლოდ 100 ლარი. ზ) მხედველობით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დახმარება – 200 ლარი; თ) თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე: ჰემოდიალიზზე და პერიტონეულ დიალიზზე დამოკიდებულ მოქალაქის დახმარება –1800 ლარი; ი) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის დახმარება, გარდა ცერებრალური დამბლით დაავადებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვისა – 200 ლარი; კ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის, სახელმწიფო გასაცემლის (კომპენსაცია, საპენსიო პაკეტი, საყოფაცხოვრებო სუბსიდია) მიმღების დახმარება – 200 ლარი; ლ) სხვა სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ომის მონაწილის დახმარება თითოეულს – 200 ლარი; მ) 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირის ოჯახის (რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად) ფულადი დახმარება – 1000 ლარი; ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახის, პირის (საცხოვრებელი სახლი დაინგრა, დაიწვა ან საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა სტიქიური უბედურების, უბედური შემთხვევის ან სხვა გარემობების გამო) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხის გაცემა თვეში არაუმეტეს 120 ლარისა, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1440 ლარისა; ო) ოჯახში ძალადობის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის (პირთა) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხის გაცემა თვეში არაუმეტეს 120 ლარისა, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1440 ლარი; პ) ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის დახმარება (გინეკოლოგის ან/და რეპროდუქტოლოგის დახმარება კონსულტაცია ან/და შესაბამისი სამედიცინო კვლევები) არაუმეტს 200 ლარი; ჟ) 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრის „ჩვენი სახლი“ ბენეფიციარი ბავშვის დახმარება 100 ლარის ოდენობით; რ) სოციალურად დაუცველი ოჯახის, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულია 0-დან 65 000 ქულის ჩათვლით, პირველ და მეორე ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება – 200 ლარი; ს) სადღესასწაულოდ (აღდგომა) სოციალურად დაუცველ ოჯახზე (სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-დან 65000-ი ქულის ჩათვლით რეგისტრირებულ), რომელთაც ყავთ 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი შვილი, უდედ-მამით ობოლი ბავშვის, 100 წელს გადაცილებული პირის, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის კვების პროდუქტებით დახმარება, თითოეულს არაუმეტეს 50 ლარის ღირებულებისა; ტ) ონკოლოგიური დაავადების მქონე 18 წლამდე ბავშვის (ლეიკემია, ლიმფოგრანულომატოზი, ანემია, სხვადასხვა სახის სიმსივნეები) დახმარება – 500 ლარი; უ) ფენილკეტონურიით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვის დახმარება – 500 ლარი; ფ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის დახმარება – 300 ლარი; ქ) ფსორიოზით დაავადებულ პირთა დახმარება – 200 ლარი; ღ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან, კერძოდ კი მინდობით აღზრდიდან ან მცირე საოჯახო სახლებიდან სრულწლოვანების მიღწევის გამო ამორიცხული ახალგაზრდების (18-21 წელი) ბინის ქირით უზრუნველყოფა საცხოვრებლის არარსებობის შემთხვევაში ყოველთვიურად, 120 ლარის ოდენობით, წელიწადში 1440 ლარი; ყ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების თანადაფინანსება, რომელთა სოციალური მდგომარეობა მძიმეა მშობლების: გარდაცვალების, უგზოუკვლოდ დაკარგვის, მარჩენალის დაკარგვის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის პატიმრობაში ყოფნის გამო. სტუდენტების თანადაფინანსება განისაზღვროს გადასახდელი თანხის 50 %-ით არაუმეტეს 2000 ლარისა. ამ სოციალური პროგრამის ცალკეული ქვეპუნქტების ერთობლივად დადგომის შემთხვევაში თითოეული დახმარება გაიცემა ქვეპროგრამაში გათვალისწინებულ შესაბამის მოცულობათა ერთობლიობით. 5.2.6. ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის დაფინანსება – 110.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ა(ა)იპ „ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის“ დაფინანსება. 5.2.7. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება – 390.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების გეგმური და გადაუდებელი სტაციონარული ქირურგიული ოპერაციები, მათ შორის თვალის კოსმეტიკური სახის ან ცხვირის რინოპლასტიკის რეკონსტრუქციული ფორმის ოპერაციები, (სამედიცინო ჩვენებით), სხვა სამედიცინო მომსახურება – იოდოთერაპია, ჰორმონოთერაპია, რადიოსიხშირული აბლაცია, ლითოტრიფსია და სხვა. ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული მათ შორის C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური და მკურნალობის მონიტორინგის კვლევები და სხვა სახის კვლევები, რომელიც არ ანაზღაურდება სადაზღვევო პოლისით ან არ არის გათვალისწინებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. სამედიცინო მომსახურების ღირებულება თანადაფინანსების წესით, დაფინანსდება წელიწადში ერთჯერ, რომელიც განისაზღვრება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ან სხვა გზით გათვალისწინებული დაფინანსების გამოკლების შემდეგ დარჩენილი პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ით, არაუმეტეს – 1000 ლარი. 5.2.8. სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებულ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა დახმარება – 40.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 08) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 2018 წელს მომხდარი ხანძრის, სტიქიის – მიწისძვრის, მეწყრის, ჩამოცვენის, ჩამოშლის, ქვათა ცვენის, კარსტული ჩამოქცევის, ღვარცოფის, წყალდიდობის, წვიმის (თოვლის) წყალმოვარდნის, ქარიშხლის, ძლიერი ქარის, გრიგალის, ძლიერი ქარბუქის, დიდთოვლობის, ძლიერი გაყინვის, მსხვილი სეტყვის, ძლიერი წვიმების, ხანგრძლივი წვიმების, კოკისპირული წვიმების, გვალვის, ზვავის, ხანძრის და სხვა ბუნებრივი ან/და ტექნოგენური ან/და საგანგებო ხასიათის მოვლენების შედეგად დაზარალებული, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე (ბინაზე) მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურებისათვის დახმარება განისაზღვრება ერთჯერადად – არაუმეტეს 2000 ლარი. დახმარება ვრცელდება 2017 წლის 1 დეკემბრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებულებზეც, რომელთაც მიღებული არ აქვთ ,,სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებულ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა დახმარება“ 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება. |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
დოკუმენტის კომენტარები