„შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივლისის №342 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივლისის №342 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 195
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.020510
195
26/04/2018
ვებგვერდი, 30/04/2018
040170020.10.003.020510
„შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივლისის №342 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №195

2018 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

 

„შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივლისის №342 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „შპს  „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივლისის №342  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/07/2017, 040170020.10.003.020051) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის“:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) არტისტებისა და მუსიკალური ჯგუფების დაზღვევის მომსახურების შესყიდვისას.“.

2. მე-14  მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება, ამ წესით განხორციელებულ შესყიდვებზე უზრუნველყოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გეგმის, ხელშეკრულების, ფაქტობრივი გადახდებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშების წარდგენა/ატვირთვა.“.

3. დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი

 

საქონელი

1

ორგანიზაციის სპეციფიკური საქმიანობიდან გამომდინარე, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, საკვები პროდუქტები, ჭურჭელი და სხვა

2

სპეციფიკური ჰიგიენური საშუალებები, პირადი მოხმარების სააბაზანო ნივთები და ტექსტილი

3

ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული სპეციფიკური ელექტრომოწყობილობების/დანადგარების ფუნქციონირებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილები

4

სპეცტექნიკისა და დანადგარების სათადარიგო და მალცვეთადი ნაწილები, საცხებ-საპოხი მასალები

5

ორგანიზაციის სპეციფიკური საქმიანობიდან გამომდინარე, საჭირო მცირე კონსტრუქციული  მასალები და ქსოვილის ნივთები

6

ორგანიზაციის სპეციფიკური საქმიანობიდან გამომდინარე, სანტექნიკური მოწყობილობები

7

საგზაო ნიშნები, საგზაო/ნაკადის მართვის ზღუდარები და მათი ცალკეული ელემენტები, გამაფრთხილებელი  ნიშნები, უსაფრთხოების ლენტები, საინფორმაციო ფირნიშები და ბანერები

8

ჯაჭვები, ბაგირები, გვარლები, თოკები, ტროსები, ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობები და აქსესუარები

9

სხვადასხვა სპეციფიკაციისა და დანიშნულების საღებავები

10

ორგანიზაციის სპეციფიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის სპეცტანსაცმელი, აღჭურვილობა და სხვა

11

სპეციფიკური კომპიუტერული ტექნიკის  ნაწილები და აქსესუარები

12

მუსიკალური ინსტრუმენტები

13

სპეციალური კომპიუტერული ტექნიკა

14

ავეჯი და ავეჯის აქსესუარები (არტისტის ან მუსიკალური ჯგუფის მოთხოვნიდან გამომდინარე)

15

აუდიო-ვიდეოაპარატურა, რადიო-ტელემაუწყებლობის აპარატურა და მათი სათადარიგო ნაწილები და აქსესუარები

16

ღონისძიებების ორგანიზებისათვის საჭირო სპეციალური აპარატურა და აღჭურვილობა

17

გათბობისა და კონდიცირების სპეციალური ტექნიკა და სათადარიგო ნაწილები

18

სცენის აღჭურვილობა

19

სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები და აქსესუარები

20

გასანათებელი მოწყობილობები და სათადარიგო ნაწილები

21

სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები.

 

მომსახურება

1

 სპეცტექნიკისა და დანადგარების ტექნიკური მომსახურება

2

არტისტებისა და მუსიკალური ჯგუფების დაცვის მომსახურება

3

სამედიცინო დახმარების მომსახურება

4

გენერატორების ტექნიკური მომსახურება და გენერატორების დაქირავება

5

ვიდეოკონტროლისა და დაცვის სისტემების ტექნიკური მომსახურება

6

არტისტებისა და მუსიკალური ჯგუფების სარესტორნო მომსახურება (მათ შორის, ქეითერინგი)

7

ტრანსპორტის,  სპეცტექნიკისა და სხვა სპეციფიკური მოწყობილობებით  მომსახურება

8

ინფრასტრუქტურის გამოკვლევა, აზომვა, დაპროექტება, ხარჯთაღრიცხვის შედგენა

9

ბილეთების რეალიზაციის მომსახურება

10

ბანერებისა და ბილბორდების შეკეთების მომსახურება

11

აუდიტორული, საკონსულტაციო  და საბანკო მომსახურება

12

პრომოაქციების მოწყობა

13

არტისტებისა და მუსიკალური ჯგუფების მოთხოვნის სპეციფიკით გათვალისწინებული სასტუმროების მომსახურება

14

მოძრავი სატელევიზიო სადგურის მომსახურება

15

განათების მართვის, გახმოვანებისა და სცენის მექანიზაციის  სპეციალისტის მომსახურება

16

რეჟისორის მომსახურება

17

ოპერატორის მომსახურება

18

სპეციფიკური მუსიკალური ინსტრუმენტების დაქირავების მომსახურება

19

არტისტებისა და მუსიკალური შემსრულებლების მომსახურება

20

 სხვადასხვა სახის სარეკლამო მასალის, ბანერების, ბეიჯების, კატალოგების ბეჭდვითი მომსახურება

21

ღონისძიებების ფარგლებში დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება

22

თარგმნისა და სათარჯიმნო მომსახურება

23

სარეკლამო და მარკეტინგული მომსახურება

24

დიზაინის შექმნასა და ინტერიერის გაფორმებასთან დაკავშირებული მომსახურება

25

ღონისძიებებისა და ფესტივალების ორგანიზებასთან დაკავშირებული მომსახურება

26

ფოტო და ვიდეოგადაღების, ვიდეორგოლების დამონტაჟების მომსახურება

27

სასცენო ფარდების რეცხვის, ქიმწმენდის მომსახურება და სპეციალური ხსნარებით დამუშავების მომსახურება

28

ღონისძიების ფარგლებში სახანძრო მომსახურება, სახანძრო სისტემების ინსპექტირება  და ტექნიკური მომსახურება

29

არტისტებისა და მუსიკალური ჯგუფების დაზღვევის მომსახურება

30

სცენის აღჭურვილობისა და მექანიიზაციის მომსახურება და ქირაობა

31

სატელევიზიო და რადიომომსახურებები

32

გასანათებელი მოწყობილობების მომსახურება

33

პროგრამული პაკეტების განახლების მომსახურება

34

სატრენინგო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი მომსახურება.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი