დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” 2013 წლის 24 დეკემბრის №03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 27/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290160000.60.072.016038 |
|
„მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი სსიპ –
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” 2013 წლის 24 დეკემბრის №03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 2013 წლის 2 მაისის საქართველოს მთავრობის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 24 დეკემბრის №03 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 290160000.60.072.016003) დამტკიცებულ №№1–3 დანართებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებული „მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში წარდგენის წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ვ“ ქვეპუნქტი: „ა.ვ) ფორმა № 16 – „ინფორმაცია ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში ზარალებისა და ამ სახეობაში მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ.“ ბ) „ბ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ბ.თ“ და „ბ.ი“ ქვეპუნქტები. 2. ბრძანების დანართი №2-ით დამტკიცებული „მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებით“ გათვალისწინებული: ა) ფორმა №8 – „ინფორმაცია ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ“ ამოღებულ იქნეს; ბ) ფორმა №9 – „ინფორმაცია ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში საანგარიშო თარიღისათვის მოქმედი მსხვილი (500,000 ლარზე მეტი ოდენობის) რისკების შესახებ“ ამოღებულ იქნეს; გ) ფორმა № 15-ის შემდეგ დაემატოს ამ ბრძანების დანართით განსაზღვრული ფორმა №16. 3. ბრძანების დანართი №3-ით დამტკიცებული „სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების ინსტრუქციის“ მე-2 მუხლის: ა) 21-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს. ბ) 23-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 24-ე პუნქტი: „24. ფორმა № 16-ის შევსებისას: ა) ივსება ინფორმაცია იმ პოლისის შესახებ, რომელთან დაკავშირებით: ა.ა) საანგარიშო თარიღისთვის განცხადებულია, მაგრამ დაურეგულირებელია სადაზღვევო ზარალი; ა.ბ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მოხდა ზარალის ანაზღაურება ან უარი ეთქვა ზარალის ანაზღაურებაზე; ა.გ) საანგარიშო თარიღისთვის მიმდინარეობს სასამართლო/საარბიტრაჟო დავა. ბ) პოლისით/გარანტიით გათვალისწინებული ანაზღაურების ვადა ივსება იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო პოლისი/გარანტია, რომლის საფუძველზეც მზღვეველს წარედგინა მოთხოვნა, ითვალისწინებს მოთხოვნის პოლისით/გარანტიით განსაზღვრულ ვადაში/მოთხოვნისთანავე ანაზღაურებას. გ) ანაზღაურებაზე უარის დაგვიანებით გაცემის მიზეზი ივსება იმ შემთხვევაში, თუ ანაზღაურების გაცემა მზღვეველის მიერ მოხდა სადაზღვევო პოლისით/გარანტიით/მზღვეველის შიდა პროცედურით გათვალისწინებული ანაზღაურების ვადის გადაცილებით. მზღვეველი ვალდებულია სრულად მიუთითოს შესაბამისი მიზეზი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები